Sunday, May 18, 2014



პროექტგაკვეთილი მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომიდან დაწყების ასი წლის თავს.
დიდი მადლობა ისტორიკოსს მასწავლებელთა ასოციაციას , სწორედ მათ მიერ იქნა შემოთავაზება დაგვევგემა აქტივობები ამ თარიღისათვის.
დიდი მადლობა ჩემ მოსწავლეებს იმ პასუხიმგებლობასა და აქტიურობისათვის, რომელიც მათ ”ჩადეს” ამ პროეექტშ


პროექტგაკვეთილი მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავს
დიდი მადლობა ისტორიკოს მასწავლებელთა ასოციაციას , სწორედ მატ მიერ იქნა შემოთავაზებული გვემუშავა იმსას წევრებს პირველ მსოფლიო ომზე 
დიდი მადლობა ჩემ მოსწავლეებს, ისინი დიდი პასუხიმგებლობით ჩაერთვნენე პროექტში და ვფიქრობ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი წარიმართლა , ჩვენ მიერ დაგეგმილი აქტივობები არ არის ”ერთჯერადი”, მომავალშიც გავაგრძლებთ ისტორიის სწავლებას ინტერესით და საინტერესო სასწავლო მეთოდების დანერგვით                                                                                                       სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო აბულაძე 
რაიონი
მთაწმინდა -კრწანისი 
სკოლა
ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის №43-ე საჯარო სკოლა 
ქალაქი
ქ.თბილისი 
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
პირველი მსოფლიო ომი და საქართველო 
თემის შინაარსი
1.ცოდნის ტრანსფერი-”ტრანსფერული ცოდნაა, როდესაც მოსწავლეს აქვს საშუალება თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში ”  (მ.ბოჭორიშვილი) . პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა მოსაწვლეებმა  წინარეცოდნა ისტორიაში, გეოგრაფიაში და უცხო ენაშიგამოიყენონე ახალი მასალის აშენებაში, ძველზე დაყრდნობით.ტრანსფერის განხორციელებისას ხდება მოსწავლეების შემეცნებითი აქტივობის სტიმულირება, ასევე პრაქტიკულად ამოწმებენ თეორიული მასალის ცოდნას. გარდა ამისა ეჩვევიან მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობას და გონებრივ სამუშაოს უხმებენ პრაქტიკულ სამუშაოს. 
2.ისტორიის საგანში, ასევე გეოგრაფიასა და ინგლისურის საგნებში დაგროვილი ცოდნის სინთეზირება, მოსწავლეები აგროვებენ მასალს , თარგმნიან, მუშაობენ რუკებზე, ადარებენ, იხსენებენ ისტორიულ ფაქტებს, მოვლენებს , აკეთებენ ანალიზს,მსგავსი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს ინფორმაციის  მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი  და საკომუნიკაციო  უნარების  გავითარებას.
3. პროექტგაკვეთილი მოიცავს   3 საათს. აქედან 2 საათი ეთმობა მომზადებული სტატიების და პრეზენტაციების განხილვას , რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად იმართება დისკუსია, ხოლო პრაქტიკულ სამუშაოს-ანუ ჯგუფურ მუშაობას ეთმობა ერთი საგაკვეთილო საათი, სადაც მოსწავლეები უკვე ჯგუფში ჯერ ადგენენ კითხვარს წარმოდგენილი თვალსაჩინოების საფუძველზე, შემდეგ უცვლიან ერთმანეთს ამ კითხვარებს და იწყებენ  დავალების შესრულებას. ამ პროექტგაკვეტილზე პრაქტიკული სამუშაოს ძირითადი თვალსაცინოებები კარიკატურებია .
საგანი
ისტორია
გეოგრაფია 
უცხო ენა  (ინგლისური, რუსული)
ბიოლოგია 
დონე/კლასი  
 საშუალო საფეხური / XI  კლასი 
განხორციელების დროის ჩარჩო
3 გაკვეთილი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ე.ს გ-ს მიხედვით 

ისტორიის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის სწავლება ზოგადი განათლების მესამე საშუალო საფეხურზე ეფუძნება სკოლაში საბაზო საფეხურზე მოსწავლის მიერ მიღებულ ცოდნას და საშუალებას აძლევს მოზარდს უფრო ღრმად შეისწავლოს სავალდებულო და მის მიერ არჩეული საგნები, დაეუფლოს სამეცნიერო კვლევის ზოგად სპეციფიკას.
 ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს უნდა დაანახოს, რომ ისტორია არის უწყვეტი პროცესი, რომ თანამედროვე საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სოციალური და მორალური პრობლემები მეტწილად განპირობებულია საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მომხდარი ცვლილებებით. ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს ასევე უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.
ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ისტორიული აზროვნება: მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში  მცხოვრები ადამიანების თვალით; წარსულში მომხდარი მოვლენების შეფასება არა მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, არამედ იმ ეპოქის ფასეულობებისა და შეხედულებების გათვალისწინებით);[1] ისტორიულ მოვლენებს შორის რთული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და ანალიზი; ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებული შეფასებების შედარება და ანალიზი;[2] კანონზომიერებების შესახებ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება;[3] დამოუკიდებელი  ისტორიული კვლევა (ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა; წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების მოძიება; ისტორიული დოკუმენტის  ანალიზი; ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება; ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიული თემის დაწერა).




მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
უნარ-ჩვევები

მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში  მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
·      სივრცეში ორიენტირება
·      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
·      კომუნიკაცია
·      სწავლის უნარი
·      კვლევა
·      შემოქმედებითი უნარი
·      ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
·      თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
·      გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
·      თანამშრომლობა

·      სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
,    დამოკიდებულებები
მოსწავლე უნდა ჩამოუყალიბდეს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებები:
·      ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემა
·      თანაგრძნობა და მზრუნველობა
·      სამშობლოს სიყვარული
·      პრინციპულობა და მოქალაქეობრივი სიმამაცე
·      კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
·      თანასწორობა
·      ტოლერანტობა
·      პროფესიონალიზმი
·      სამართლიანობა და კანონის პატივისცემა
·      უსაფრთხო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაზიარება
·      ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
·      სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა