პირველი მსოფლიო ომი 1914-1918- იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე). ამ ომში ჩართული იყო 9 სახელმწიფო, და იყო 2 მხარე. ალიანსის წევრები : ბრიტანეთის იმპერია,
საფრანგეთი, აშშ, იტალია და რუსეთის იმპერია. მათი მოწინააღმდეგეები კი იყვნენ : ავსტრია-უნგრეთი, გერმანიის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ბულგარეთი.
XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელზასისა და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა, ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.
გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.
გავრილო პრინციპი |
რა თქმა უნდა, ომის დაწყებამდე თითოეულ სახელმწიფოს ჰქონდა თავისი მიზნები. მოგახსენებთ ერთ მათგანს თითოეული სახელმწიფოსთვის - გერმანიას სურდა ბელგიის პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტროლი და ასევე ლუქსემბურგის შემოერთება. ავსტრია-უნგრეთს სერბეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და მონტენეგროს ნაწილების შემოერთება სურდა. საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო დაებრუნებინა ლოტარინგია და ელზასი, რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი იყო. რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინოპოლის აღებას და ასევე აღმოსავლეთ პრუსიის შემოერთებას. დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო გერმანიის ეკონომიკური დასუსტება, რათა შემდგომ მისთვის ჩამოერთმია კოლონიები აფრიკაში. იტალიის მიზანი იყო ანატოლიის სამხრეთი ნაწილის შემოერთება ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ოსმალეთის იმპერიას კი პირველ რიგში სურდა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
ომის გამოცხადება
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ მათ ომი გამოუცხადა მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.
ბრძანებულება საფრანგეთის ჯარების მობილიზაციაზე |
ჩაებნენ. 1 აგვისტოს
ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები ბელგიაში შეიჭრნენ რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ომში ჩაება.
პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე
გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა, რომ
ჯარების მობილიზაცია გერმანიაში |
გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და მთავარი დარტყმა, სწორედ, ელზასზე და ლოტარინგიაზე განეხორციალებინათ.
ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ იგი, შედარებით, მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის გათვალისწინებით, ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ ბრიტანულ არმიას არ ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი.
გერმანიის ჯარების შეჭრა ბელგიაში.1918წ. |
ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა გერმანიის გეგმები, რამაც გამოიწვია გერმანელების უკან დახევა მდინარე ენისკენ.
თემა მოამზადა მე-11 კლასის მოსწავლემ ვაკო თამაზაშვილმა
გამოყენებული ლიტერარტურა :
http://ru.wikipedia.org/wiki/Июльский_кризис
http://trengaby.blogspot.com/p/el-vagon-restaurante.html
ეს ტექსტი არ შეესაბამება სათაურს აქ არ არის ნახსენები ზუსტად რა ვითარებაში იყო საქართველო და რა პოზიციას იცავდნენ ისინი
ReplyDeleteეს ტექსტი არ შეესაბამება სათაურს აქ არ არის ნახსენები ზუსტად რა ვითარებაში იყო საქართველო და რა პოზიციას იცავდნენ ისინი
ReplyDelete