შესავალი
რთულია განსაჯო ისტორიული მოვლენები, რომელშიც თავად არ ყოფილხარ მონაწილე.ისინი მხოლოდ ფურცელზე გაქვს წაკითხული ან უბრალოდ მოსმენილი და ეს ყველაფერი რომელიმე ადამიანის აზრია ფაქტიდან გამოტანილი. აქედან გამომდინარე ადამიანი არ უნდა მოექცეს სხვისი ზეგავლენის ქვეშ,რისთვისაც აუცილებელია იცოდეს უტყუარი ფაქტი, უნდა შეძლოს მისი გაანალიზება და მოახერხოს რეალური დასკვნის გაკეთება ,რომელიც მისი რადიკალური ,,ჩემი აზრი’’ კი არ იქნება, არამედ უტყუარი რეალობა.
ისტორიას ახსოვს უმძიმესი საუკუნეები,რომლებიც სასტიკი ომებით გამოირჩევა. ამ მხრივ გამორჩეულია მე-20 საუკუნა. მისმა ორმა მსოფლიო ომმა წარმოაჩინა სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი. თითოეულ ომს სრულიად უმნიშვნელოსაც კი გააჩნია წინარე პერიოდი და გამომწვევი მიზეზები .
პირველი მსოფლიო ომის წინარე პერიოდი
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო გერმანიის გაერთიანება (1871 წლის 16 ავრილს რაიხსტაგმა ანუ პარლამენტმა მიიღო საერთო საიმპერო კონსტიტუცია) , რომელმაც გამოიწვია ,,გერმანული გაზაფხული’’ (ეს ტერმინი ჩემი გამოგონილია რადგან,იმ დროის გერმანიის საოცარი პროგრესს ნათლად გამოხატავს) ანუ სოციალ-ეკონომიკური აყვავება. იმპერიაში შედიოდა 22 მონარქია და 3 თავისუფალი ქალაქი მაგ: ჰამბურგი. მმართველი აუცილებლად უნდა ყოფილიყო პრუსიის მეფე, რომელიც ნიშნავდა კანცლერს. კანცლერი იყო იგივე პრემიერ-მინისტრი.პირველი კანცლერი იყო უნიჭიერესი ადამიანი ოტო ფონ ბისმარკი (მან შეძლო და თავის გავლენას დაუქვემდებარა ვილჰელმ პირველი). იმპერიის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებად ითვლებოდა რაიხსტაგი და საკავშირო საბჭო.
ახლა რაც შეეხება გერმანიის ეკონომიკას.მან საოცრად მცირე ხანში უდიდესი პროგრესი გამოიწვია.მე შემიძლია გამოვყო ამის გამომწვევი 5 მიზეზი:
1. საფრანგეთთან წარმატებული ომის შემდეგ მიღებული 5 მილიარდი ოქროს ფრანკი კონტრიბუციის სახით
2. იმავე ომის შედეგად დაბყრობილი ელზას-ლოთარინგია(სადაც მდიდარი რკინის მადანი მოიპოვებოდა)
3. რურის ქვანახშირის საბადო
4. მანქანათმშენებლობის მიერ გამოშვებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ქიმიური მრეწვწლობის მიერ დამზადებული ხელოვნური სასუქის გამოყენება რაც იწვევდა საკმაოდ დიდ მოსავლიანობას
5. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა რომ არა გერმანელი ერის შესანიშნავი თვისებები,როგორიცაა შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა
ამ ყველაფრის შედეგად გერმანიამ დაიკავა მეორე ადგილი სამეურნეო პროდუქციის გამოშვებაში აშშ-ს შემდეგ. ამ საოცარი პროგრესით გერმანიას გაუჩნდა მსოფლიო ლიდერობის ამბიცია ,რომელიც უნდა გამოხატულიყო კოლონიზაციაში,მაგრამ აქ მეტოქედ ჩნდებოდა მეზობელი საფრანგეთი. გერმანიას შეეძლო ფრანგების დამარცხება,მაგრამ კარგად იცოდა რომ მის მეზობელს მხარს რუსეთი და დიდი ბრითანეთი დაუჭერდა მხარს.
სამთა კავშირი
ზევით ნახსენები მიზეზიდან გამომდინარე გერმანიამ იპოვა გამოსავალი. მათ მალევე მოახერხეს ორი ძლიერი მოკავშირის მოძებნა. ესენი იყვნენ ავსტრია-უნგრეთი და იტალია. ახლა გამოვყოთ რატომ აწყობდათ მათ გერმანიის მოკავშირეობა.
ავსტრია-უნგრეთი: მის ხელისუფლებას სურდა მოეძებნა ძლიერი მფარველი.გერმანია სწორედ რომ იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.
იტალია: იგი პრეტენზიას აცხადებდა კოლონია ტუნისზე რომელიც ფრანგებს ჰქონდათ დაბყრობილი.
1890 წელს ბისმარკი გადადგა. გერმანიამ საბაჟო ომი გამოუცხადა რუსეთს, რომელსაც დახმარება გაუწია საფრანგეთმა.რუსეთ-საფრანგეთმა 1893 წელს დადო სამხედრო კონვენცია.(ეს იყო ანტანტის პირველი ჯაჭვი)
1883 წელს გერმანიამ კოლონიზაცია დაიწყო. ამ ფაქტმა ეჭვ ქვეშ დააყენა დიდი ბრიტანეთის სიძლიერე. რითაც ბრიტანელები ასე ასე ამაყობდნენ ეს იყო ფლოტი, მაგრამ გერმანიას პოტენციალი ჰქონდა შეექმნა უკეთესი ფლოტი. ამის გამო ძველ მეტოქესთან (საფრანგეთთან) ბრიტები დებენ ,,გულითად შეთანხმებას“ 1904 წელს. ამის შემდეგ 1907 წელს გაფორმდა რუსეთ-ბრიტანეთის შეთანხმება. სწორედ ეს თარიღია ანტანტის ფორმირების დასასრულად.
ამ ფაქტით ჩვენ ვხვდებით ევროპის ორ ბლოკს რომლებიც მხოლოდ საბაბს ელოდნენ ომის დასაწყებად.
ანტანტა
ანტანტა ალეგორიული გამოსახულება რუსულ პლაკატზე |
„სამთა შეთანხმება” - სამხედრო კავშირი ინგლისსა, საფრანგეთსა და მეფის რუსეთს შორის; შეიქმნა 1904-07 წლებში გერმანიის, იტალიისა და ავსტრია-უნგრეთის ბლოკის („სამთა კავშირის”) წინააღმდეგ.ანტანტა იმისთავი შეიქმნა რომ სამთა კავშირი გაენეიტრალებინა.
დიდი ომის დასაწყისი
საბაბი
მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში, სერბი სტუდენტის გავრილო პრინციპის(რომელიც საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იყო) მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრი ფრანც ფერდინანდის მკვლელობა.
გავრილო პრინციპი კლავს ერც-ჰერცოგ ფრანც ფერდინანდს. |
სამი ფრონტი
ომის ასეთი მიმდინარეობის შედეგად ევროპის სამი ფრონტი : 1.დასავლეთის(ჩრდ.ზღვა-შვეიცარია) 2.აღმოსავლეთის (ბალტიის ზღვა-რუმინეთი) 3ბალკანეთის (ადრიატიკის ზღვა- რუმინეთი)
შლიფენის გეგმა
შლიფენი იყო გერმანიის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.მან შეიმუშავა გეგმა რომლითაც გერმანიას ძალიან მალე უნდა დაემთავრებინა ომი. ისინი ბელგიის გავლით უნდა შეჭრილიყვნენ საფრანგეთში რომლის სამხედრო ძალას გაანადგურებდნენ და შემდეგ მთლიანად აღმოსავლეთის ფრონტისკენ გაგზავნიდნენ ძალებს.
რატომ არ გაამართლა შლიფენის გეგმამ?
შლიფენი ელოდა რომ ბელგია მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდა. იგი შეცდა რის გამოც ორ კვირაზე მეტი დრო დაკარგა გერმანულმა ჯარმა. ამის გამო ფრანგებმა მოახერხეს ჯარების დროზე გადაჯგუფება. გერმანიამ კი შეძლო საზღვრის გადაკვეთა მაგრამ 4 სექტემბერს მარნის ბძოლაში(სადაც ორ მილიონზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა) ისინი დამრცხდნენ და ამის გამო აღმოსავლეთის დინამიური ფრონტი პოზიციური ბრძოლების ადგილად გარდაიქმნა.ასე რომ შლიფენის გეგმა ჩაიშალა.
ომის მიმდინარეობა.
ამის შემდეგ 1915 წელს იაპონია და თურქეთი ჩაებნენ მსოფლიო ომში. იაპონიის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა გერმანული კოლონიები. ხოლო თურქეთი რომელიც გერმანიის მხარეს იბრძოდა სურდა რუსეთისთვის ჩამოერთვა მიწები.ამის შემდეგ ბულგარეთი იწყებს გერმანიის მხარეს ბრძოლა.ბულგარეთის გააქტიურებამ გამოიწვია სალონიკში ინგლისურ ფრანგული დესანტის გადმოსხმა ,რითაც ახალი ფრონტი შეიქმნა.ამავე წლის მაისში ომში ერთვება იტალია ანტანტის მხარეს, მაგრამ მისმა ჩართვამ ვერაფერი დიდი ხეირი მოუტანა მოკავშირეებს. სექტემბერში ინგლისელები მსოფლიო ისტორიაში პირველად იყენებენ საბრძოლო ხელოვნების ახალ ნიმუშს ტანკს. ამავე თვეში რუმინეთი ომს უცხადებს ავსტრია-უნგრეთს მაგრამ მათ უნიათო მოქმედებებით თავი დაიზიანეს. 1917 წლიდან გერმანელები იწყებენ წყალქვეშა ომს მაგრამ მათ მაინც ვერ მოახერხეს ბრიტების ფლოტის ძლევა. ამას მოყვა რუსეთის თებერვლის რევოლუცია.რომლის შემდეგაც ლენინი ბრუნდება სამშობლოში და 25 ოქტომბერს აცხადებს საბჭოთა ხელისუფლებას.მანამდე აშშ ერთვება ომში ანტანტის მხარეს რადგან ისინი ვარაუდობდნენ რომ თუ რუსეთი გამოეთიშებოდა ომს ძალთა თანაფარდობა გერმანიის მხარეს გადაიწევდა.ასეც მოხდა რუსეთმა ხელი მოაწერა უმძიმეს ზავზე.რუსეთი დამარცხებულ იქნა , მაგრამ გერმანია მაინც საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფაქტობრივად ეკონომიკა აღარ არსებობდა.1918 წლის 31 ოქტომბერს ომს ეთიშება ოსმალეთი , რასაც მოყვა ავსტრია-უნგრეთის დაშლა.გერმანიას აღარ შეეძლო ომის გაგრძელება, მათ მოუწიათ უმძიმეს ზავზე ხელის მოწერა 17 ნოემბერს. ასე დასრულდა ომი ასეთი სიტუაცია მივიღეთ ომის დროს
ომის შედეგები
ომში მონაწილეობა მიიღო 33-მა სახელმწიფომ. რაც დედამიწის მოსახლეობის ორ მესამედს შეადგენდა.დაიღუპა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ,მთლიანად სამხედრო ნაწილების მობილიზაციას 75 მილიონს მიაღწია მან.ასევე აღსანიშნავია ისიც რომ 1915 წელს იპრთან ბრძოლაში გერმანელებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი რის შემდეგაც ასეთი იარაღის გამოყენება ფართომაშტაბიანი გახდა.
დასკვნა
რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ეს ომი გარდაუვალი იყო. ჩემი აზრით სწორედ ამ ომში გამოავლინა მსოფლიომ გლობალურობისკენ მისწრაფება. პირველი მსოფლიო ომით არ მთავრდება რაიმე პერიოდი , იგი დასაწყისია გლობალიზაციის პირველი საფეხურისა. ასეა თუ ისე , ფაქტი ისაა რომ გეგმებს ადგენენ და მბრძანებლობენ ლიდერები, ხოლო იბრძვის და იღუპება უამრავი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელთა სისხლიც ლიდერებს მხოლოდ ფორმალობის გამო აინტერესებთ...
ინფორმაციის წყარო: კოტე ანთაძის ,,ახალი ისტორია“
სურათების წყარო:
No comments:
Post a Comment