საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა


საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა პირველი        მსოფლიო ომის (1914-1918 წწ) პერიოდში

                    ეროვნული საკითხი

  I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და მიმდინარეობა ცდილობდა შექმნილი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში გარკვევას და შესაბამისად სამოქმედო გეგმის დასახვას.
  ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის აქტიურობა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა . პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წასულმა ეროვნულ-დემოკრატებმა ჟენევაში გააგრძელეს მოღვაწეობა . პეტრე სურგულაძემ, ლეო კერესელიძემ, ნესტორ მაღალაშვილმა და სხვებმა 1903 წელს ჩამოაყალიბეს ჯგუფი : „თავისუფალი საქართველო“ და გამოსცეს ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“. ამავე ჯგუფის აქტიური წევრები იყვნენ გიორგი მაჩაბელი და მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. ჟენევაში ჩაეყარა საფუძველი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914წელს კომიტეტი ჟენევიდან ბერლინში გადავიდა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა.
 დგანან სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და
მიხაკო წერეთელი . 1917 წელი 

  კომიტეტი მოღვაწეობის მთავარ მოტივად თვლიდა:

1) საქართველოს დაკავშირებას, ქართული პოლიტიკური ძალების მისწრაფებას , გაცნობას;
2) დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდას საქართველოში;
3) იარაღის შემოტანას საქართველოში;
4) გერმანიაზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ევროპაში;
5) ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებას თურქეთში, შემდგომში მისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოსაყენებლად;

  „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა“ 1915 წელს საქართველოში მოავლინა თავისი წარმომადგენელი გიორგი მაჩაბელი და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს გერმანიის დახმარებით -რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა შესთავაზა. სპეციალურ კრებაზე მაჩაბელი შეხვდა : ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორს (სოციალიტ-დემოკრატები), გრიგოლ რცხილაძეს (სოციალისტ-ფედერალისტები), რევაზ გაბაშვილსა და შალვა ამირეჯიბს (ეროვნულ- დემოკრატები).
   გიორგი მაჩაბელმა თათბირის მონაწილეებს გააცნო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მიერ გერმანიასთან, ავსტრია-უნგრეთსა და თურქეთთან დადებული ხელშეკრულებები. ეს სახელმწიფოები ქართველების აჯანყების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას კისრულობდნენ. ქართველმა სოციალისტებმა (დემოკრატებმა) გერმანიის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ რეალურად მიიჩენიეს.
  ნოე ჟორდანია აჯანყების დაწყების წინააღმდეგ გამოვიდა და ამტკიცებდა : „ჯერ ეს ერთი, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ მსოფლიო ომის ფრონტზე შექმნილი ვითარება გერმანიას საქართველოსთვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა; მორეც არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების განდევნის შემთხვევაში თურქეთი არ მოახდენდა საქართველოს ოკუპაციას. „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ გეგმა ამ მხრით ვერ განხორციელდა..
   ეროვნული მოძრაობის საყურადღებო მოვლენას წარმოადგენდა მიხაკო წერეთლის მოხსენება მცირერიცხოვან ერთა III კონგრესზე. ქ.ლისაბონში (შვეიცარია),1916 წლის ივლისში, მოხსენების თემა იყო „ ქართველი ერის უფლებანი“.მიხაკო წერეთელმა განათლებულ კაცობრიობას მოუწოდა, დახმარებოდა ქართველ ერს რუსეთის მიერ დარღვეული 1783 „გეორგიევსკის“ ტრაქტატის პირობების აღდგენაში.

               1917 წელი და საქართველო

    1917წლის თებერვალ-მარტში რუსეთში დემოკრატიულმა რევოლუციამ გაიმარჯვა, რის შედეგადაც ტახტიდან გადადგა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II რომანოვი (1868-1958). დემოკრატიულ რუსეთს სათავეში ჩუდგა დროებითი მთავრობა. რევოლუციამ ხესაყრელი პირობები შექმნა იმპერიაში შემავალი დაპყრობილი ხალხების გათავისუფლებისათვის. გაუქმდა კავკასიის სამეფისნაცვლო. მხარის მართვა-გამგეობა დროებითმა მთავრობამ ჩააბარა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს , რომელიც 8თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა, 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარი გადატრიალების შემდეგ. (ამ პერიოდიდან იზრდება ეროვნეული მისწრაფება გამორკვევისკენ-საქართველოში)

    ქართველ მოღვაწეთა დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი:

კოტე აფხაზი: „იქნებ ამ ომმა ან რევოლუციამ მოგვანიჭოს თავისუფლება და თავისუფლად ამოვისუნთქოთ... ჩვენი პირი დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული და ჩვენ უნდა შევქმნათ უნიტარული სახელმწიფო“

გრიგოლ რობაქიძე:“ იწყება მსოფლიო ომი. ქართველ ერში ოცნება იღვიძებს , ვინ იცის, ხალხის შეხლა-შემოხლა ისე დატრიელდეს , რომ საქართველოს გათავისუფლება ერგუნოს. რევოლუცია არღვევს რუსეთის იმპერიას და ქართველ მამულიშვილთა ოცნებას განამდვილებიშ პირი უჩანს. ღმავდება შეგრძნება ქართველისა-როგორც ქართველის!

საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა

    1917წლის აპრილში საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა (ბოლშევიკურის გარდა) ჩამოაყალიბეს „ინტერპარტიული საბჭო“, რომლის მიზანი იყო პარტიებს შორის შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფა.იმავე წლის ნოემბერში თავადაზნაურობამ-საკრებულო კრებაზე, თამჯდომარე კოტე აფხაზმა საჯაროდ განაცხადა, რომ თავადაზნაურობა მთელ უძრავ ქონებას , რომელიც მილიონობით მანეთს შეადგენდა უსასყიდლოდ გადასცემდა საქართველოს საზოგადეობას. ეს გახდა საბაბი საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მოწვევისა. 1917წლის 19 დეკემბერს სახაზინო თეატრში შეიკრიბა რჩეული საზოგადოება. ყველა არსებული პარტიასა (ბოლშევიკების გამოკლებით) და საზოგადოებას წარმოადგენდა 324დელეგატი. მოწვეულნი იყვენენ უცხოეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლები,ცნობილი ხელოვანნი და მოღვაწენი. ყწილობის მოწვევის ერთ-ერთი ინიციატორის „ ინტერპარტიული საბჭოს“ სახელით, შეკრება გახსნა აკაკი ჩხენკელმა. ყრილობამ მოიწონა თავადაზნაურობის საკრებულოს გადაწყვეტილება. გამომსვლელები იყვენენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ რცხილაძე, ნიკოლოზ ქარცვაძე, გიორგი გვაზავა, ზაქათლას ოლქის წარმომადგენელი სულეიმანოვი, დეპუტატი ცივაძე აჭარიდან და ფილიპე მახარაძე...
  1917წ-ის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა. 1811წლიდან , მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და რუსეთში გადაასახლეს უკანასკნელი კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II, საქართველოს ეკლესიას რუსი ეროვნების მღვდელმთავრები (ეგზარხოსები) განაგებდნენ , რომელთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე. 1917წლის 12 მარტს წარმატებით დაგვირგვინდა მრავალწლიანი ბრძოლა ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში თავი მოიყარა ათიათასამდე ადამიანმა -სამღვდელოებამ, ხალხის წარმომადგენლებმა , საზოგადო მოღვაწეებმა , ინტელიგენციამ. წირვის შემდეგ , რომელიც ჩაატარა ეპისკოპოსმა ლეონიდემ, საჯაროდ გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო 17 სექტემბერს სიონის ტაძარში შეკრებილმა სამღვდელოებამ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად აირჩია კირიონი (1917-1918წწ) -გამოცენილი საზოგადო მოღვაწე და სწავლული.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918წწ)


      1917 წლის 7 ნოემბერს პეტერბურგში ბოლშევიკებმა მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება. დემოკრატიული დროებითი მთავრობა დაემხო. ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ბოლშევიკურმა პარტიამ, ვლადიმერ ულანოვის (ლენინის) მეთაურობით. ბოლშევიკებმა რუსეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.
     სამხრეთ კავკასიის არც ერთ ქვეყანაში ბოლშევიკებს მნიშვნელოვანი გავლენა არ გააჩნდათ. საქართველოში,სომხეთსა და აზერბაიჯანში ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატის პარტიები.
      1917 წლის 14 ნოემბერს დაარსდა ახალი მთავრობა: ამიერკავკასიის კომისარიატი. მას სათავეში ჩაუდგა ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი (1881-1954).
       ამიერკავკასია ბოლშევიკურ რუსეთს გამოეყო და ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სახელწიფოს წარმოადგენდა, რომელშიც 3 ქვეყანა იყო წაროდგენილი: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამიერკავკასიის კომისარიატს უნდა ეარსება რუსეთში ყველას მიერ აღიარებული მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ან დამფიძნებელი კრების მიწვევამდე. 1918 წლის 6 იანვარს რუსეთში ბოლშევიკებმა დამოუკიდებელი საარჩევნო კანონის საფუძველზე არჩეული დამფუძნებელი კრება გარეკეს.

ამიერკავკასიის სეიმი 1918 წლის 10 თებერვალი
    კრების გარეკვის შემდეგ ამიერკავკასიის პოლიტიკურმა პარტიებმა და რევოლუციურმა ორანიზაციებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საკანონმდებლო ფუნქციების მქონე- ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი შეიკრიბა დამფუძნებელი კრების არჩევნებში გამარჯვებული კავკასიელი დეპუტატებისგან. მისი პირველი სხდომა 1918 წლის 10 თებერვალს გაიხსნა. სეიმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
სეიმის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა ოსმალეთთან დაზავების საკითხი იყო.შედგა დეეგაცია საზავო მოლაპარაკებისთვის აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით. სეიმის საზავო პირობა იყო რუსეთ-თურქეთის 1914 წლის საზღვრის აღდგენა და ოსმალეთის ფარგლებში არსებული სომხური ტერიტორიებისთვის ავტონომიის მინიჭება.

1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ზავი,გერმანიასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები:

    რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება განცალკევებით აწარმოებდა საზავო მოლაპარაკებას გერმანიასა და თურქეთთან. ბრესტ-ლიტოვსკის ზავის IV მუხლის თანახმად თურქეთის ხელში გადადიოდა ბათუმის, არდაგანისა და ყარსის ოლქები: რუსეთი ყველაფერსგააკეთებს,რაც მასზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველყოს აღმოსავლეთ ანტალიის სასწრაფო და მოწესრიგებული დაბრუნება თურქეთისთვის; აგრეთვე დაუყოვნებლივ დაიცალოს რუსული მხედრობისგან არდაგანის, ყარსისა და ბათუმის (მიმდებარე რეგიონები) ოკრუგები. რუსეთი არ ჩაერევა ამ ოკრუგების ახალ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში,არამედ მისცეს საშუალება ამ ოკრუგების მოსახლეობას, დააყაროს ახალი სისტემა სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით თურქეთთან თანხმობით.
   საზავო დელეგაცია გაემგზავრა ტრაპიზონში,სეიმის მთავრობამ პროტესტი გამოთქვა,ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების გამო,მაგრამ ოსმალების წინსვლა არ შეჩერებულა: 1 აპრილს ისინი ბათუმში შევიდნენ და დაიწყო ომი სამხრეთ კავკასიასა და ოსმალეთს შორის. ჯარისა და შეიარაღების უკმარისობას ამძიმებდა აზერბაიჯანის გადაწყვეტილება,არ ჩარეულიყო ომში ოსმალეთის წინააღმდეგ,რადან ამიერკავკასიამ ფორმალურად, ჯერ კიდევ, რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო საზავო მოლაპარაკების დამოუკიდებლად წარმოება.
   1918 წლის 22 აპრილის სამხრეთ კავკასიამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. შეიქმნა სახელმწიფო: ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკა. ომი მეორე დღეს შეწყდა, ხოლო 28 აპრილს აკაკი ჩხენკელმა, ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო შეტყობინება,რომ ოსმალეთმა სცნო დამოუკიდებლობა და აცნობა ეს თავის მოკავშირეებს.
   3 ქვეყნის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება არ იყო მყარი. ამ გაერთიანებას ხელს არ უწყობდა მაშინდელი სერთაშორისო ვითარებაც. სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ გერმანია,ოსმალეთი და ანტანტის სახემწიფოები. ასეთ ვითარებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო ორიენტაცია ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა. აზერბაიჯანელები მხარს უჭერდნენ ოსმალეთს. სომხები ანტანტის კავშირს, ხოლო ქართველები გერმანიის დახმარებით ფიქრობდნენ ოსმალეთის აგრესიის შეჩერებას. ოსმალეთი აღარ კმაყოფილდებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებით და დამატებით ითხოვდა რკინიგზის დათმობას. ამიერკავკასიის დელეგაციის პროტესტის საპასუხოდ ისინი ნელ-ნელა იკავებდნენ ახალ ტერიტორიებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

   ეროვნული ძალები ცდილობდნენ რთული მდომარეობიდან გამოსავალი ეპოვათ. საქართველოს მცირერცხოვან სეიარაღებულ ძალებს არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ოსმალეთის აგრესიისთვის. ამიტომ ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს ოსმალეთის წინააღმდეგ მისივე მოკავშირე-გერანია გამოეყენებინათ. საქართველოს გერმანია სჭირდებოდა თურქეთის აგრესიისგან თავდაცვისათვის, ხოლო შემდგომში-სახემწიფოებრივი დამოუკიდებლლობის გარანტად.გერმანიას საქართველო სჭირდებოდა თავისი აღმოსავლური პოლიტიკის ფორპოსტად..
  ზურაბ ავალიშვილი (1876-1944): „ჩვენ არ გვხიბლავდა პერსპექტივა- ვყოფილიყავით, თუნდაც დროებით, - „ისლამის ლაშქრის“ (ოსმალეთის არმიის) საეტაპო დერეფანი. ოსმალების ძალით განდევნა არ შეგვეძლო. ერთადერთი გამოსავალი იყო „გერმანული ალიკაპის“ პოლიტიკა.
  ბათუმში ოსმალეთსა და გერმანიასთნ მოლაპარაკებებზე მყოფი აკაკი ჩხენკელის 1918წლის 25 მაისის დეპეშა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: 1)„ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი გაჭიანურება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. გერმანელების შუამავლობის ცდა არ გამოგვადგება. დაგვრჩენია ერთი რამ: ოსმალეთის სემოტევას დავუპირისპიროთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელსაც მხარს უჭერს გერმანია, მისი წარმომადგენელი საქართველოს მთავრობასთან იქნება გრაფი შულენბურგი... ხელმოსაწერად უკვე მზადაა მთელი რიგი დროებითი შეთანხმება გერმანიასთან... ველოდები აქტის შესახებ უსწრაფეს ცნობას. 2)ამიერკავკასიის სეიმის 1918წლის 25 მაისის გადაწყვეტილება: „ვინაიდან ომისა და ზავის საკითხში აღმოჩნდა ძირითადი განსხვავებანი იმ ხალხთა შორის, რომელთაც შეჰქმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, და ამიტომ შეუძლებელი გახდა ერთი ავტორიტეტული ხელისუფლების გამოსვლა, რომელსაც შეეძლოს ამიერკავკასიის სახელით ლაპარაკი, სეიმი ადასტურებს ამიერკავკასიის დასჰლას და თავის უფლებამოსილებას თავიდან იხსნის.“ მოვლენები მართლაც აღნიშნული სცენარისა და მხარეების ურთიერთვალდებულებების მიხედვით განვითარდა.
   1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 4სთ-სა და 50წთ-ზე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას წარმართავდა ნოე ჟორდანია. ნოე ჟორდანიას მიმართვა ეროვნული საბჭოსადმი:
“მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და ამავე დროს ტრაღიკულიაქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა, ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა და მეორე იბადება , შეუძლებელია ყოფილიყო ინეტერესთა წინააღმდეგობა და თუ ოდესმე პირველი არსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინეტერესთა თანხმობა. საქართველოს ახალი სახელმწიფო , რომელიც დღეს აღსდგება, არ იქნება მიმართული არც ერთი ხალხის, არც ერტის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილიდან დაიფაროს თავისთავი, და როცა ამას მოახერხებს , იგი დაეხმარება სხვებსაც , ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში... ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან... ვაცხადებთ , რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისეთივე უფლებამოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა-ქართველობა.”

ნოე ჟორდანიამ შესავალი სიტყვის შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომლის ძალითაც ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. სასახლესთნ ( დღევანდელ რუსთაველის მოედანზე) შეკრებილ ზღვა ხალხს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი გააცნეს. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა,სიონის ტაძრის ზარების გუგუნით აღინიშნა 117 წლის შემდეგ ქვეყნის სახემწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადება.

დამოუკიდებლობის აქტი

      დემოკრატიული რეფორმები დამოუკიდებელ                                               საქართველოში

მთავრობა:

მთავრობის თავმჯდომარე და სინაგან საქმეთა მინისტრი-ნოე რამიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი -გრიგოლ გიორგაძე

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი-გიორგი ჟურული

განათლების მინისტრი-გიორგი ლასხიშვილი

მიწათმოწმედების მინისტრი-ნოე ხომერიკი

იუსტიციის მინისტრი-შალვა ალექსი მესხიშვილი

გზათა მინისტრი-ივანე ლორთქიფანიძე

ქვეყნის მთავრობა დაკომპლექტდა კოალიციური პრინციპით, რადგან მასში შედიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. 8მინისტრიდან 4 იყო სოციალისტ-ფედერალისტ, 1 ეროვნულ-მოკრატი, 1სოციალისტ-რევოლუციონერი. დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი თავჯდომარე გახდა ნოე რამიშვილი, რომელიც ერთი თვით შეცვალა ნოე ჟორდანიამ.1919 წლის თებერვლის თვეში ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები-საკანონმდებლო ორგანოს. დამფუძნებელმა კრებამ ორი წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭრა. მათ შორის არსანიშნავი კანონები: მოქალაქეობის, ქართული ენის, სეიარაღებული ძალების შექმნისა და განმტკიცების, სასამართლოს, ადგილობრივი მმართველობისა სხვათა შესახებ.

    1921 წელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია

რთული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის მუხედავად, დიდი ყურადრება ექცეოდა განათლების, მეცნიერებისა სა კულტურის განვითარებას. 1918 წელს გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ამავე პერიოდში გაიხსნა არაერთი ეროვნული სამეცნეირო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი: საქართველოს მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, ცენტრალური სამეცნიერო არქივი. მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა ქვეყნიდან ხელოვნების ნიმუშების გატანას.
  საშინაო პოლიტიკა ორეინტირებული იყო ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინეტერსების დაცვაზე. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრალური რეფრმების გატარებას, რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. დადგინდა, რომ ყოფილი სახაზინო, საიჯარო, საუფლისწულო, საეკლესიო თუ კერძო მიწები-გადასცემოდა მცირემიწიან ან უმიწო გლეხებს.ხელისუფლებამ გადაწყვიტა საგარეო ინვესტიციები მოეზიდა. ამასთანავე სერიოზული ცდების მიუხედავად, დროის სიმცირისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქვეყნის მრეწველობა-მეურნეობა აღმავლობის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.

    1920წლის ოქტომვერში გაზეთ „ Nation“-ის ფურცლებზე დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და შემდგომში დიდი ბრიტანეთის პრემიერი რამზეი მაკდლონალდი წერდა:“თუ ერების თავისუფლება ცარიელი სიტყვა არ არის, თუ რომელიმე ერს თავისუფლემა ეკუთვნის ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე. მე გავეცანი მის კონსტიტუციას, მის სოციალურ და ეკონომიკურ აღმშენებლობას და რაც იქ ვნახე ვისურვებდი, ასე მოწყობილი მენახოს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში“.
მე-11 კლასის მოსწავლე თინათინ გაჩეჩილაძე 

გამოყენებული ლიტერატურა : „საქართველოს ისტორია (XX საუკუნე)“ (ნაშრომი დაწერილია თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის, უახლესი ისტორიის შემსწავლელი სამეცნეირო-კველევითი ჯგუფის მიერ : ვახტანგ გურული, მერაბ ვაჩნაძე, დიმიტრი მშველიძე, პაატა ფირანიშვილი და სხვ.)
სურათები გადმოტანილია ბატონ თენგიზ ვერულავას გვერდიდან, დიდი მადლობა მას , ასეთი საინტერესო გვერდის შექმნისათვის 

1 comment: