I მოფლიო ომი და შეიარაღება

თემა მოამზადა მე-11 კლასის მოსწავლემ ნოდარ ფხალაძემ
გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ავტორი! 

                                                             შესავალი
 

XIX-XX საუკუნეების მიჯნა ისტორიაში ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქა იყო, რომელმაც ყველაზე მეტად სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე იქონია გავლენა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი I მსოფლიო ომია (დიდი ომი), რომლის დროსაც ბევრ მანამდე არარსებულ საბრძოლო ტექნიკას მიეცა დასაბამი, ხოლო ძველი გაუმჯობესდა: შორსმსროლელი იარაღის განვითარება დაჩქარდა, ახლომსროლმა იარაღმა სახე იცვალა, გამოჩნდა როგორც ცეცხლისმფრქვევი ასევე ქიმიური იარაღიც, შეიქმნა ტანკის პირველი მოდელი და ა.შ.

I მსოფლიო ომში გამოყენებულ იქნა შემდეგი საბრძოლო ტექნიკა:

· ხიშტები


· წყალქვეშა ნავი


· ცეცხლისმფრქვევი იარაღი


· ტრასირებადი (აალებადი) ვაზნები 


· ყუმბარები


· ტყვიამფრქვევები


· პისტოლეტები


· შაშხანები


· ტანკები


· ავიაცია


· ფლოტი


· სასანგარე ნაღმმტყორცნები


· მომწამლავი გაზი


                                                      ხიშტები




 გადმოცემის თანახმად, ხიშტი (ფრანგულად baïonnette) პირველად დაამზადეს ბაიონაში, საფრანგეთში, XIX ს.-ის დასაწყისში. ის ფაქტი რომ ის წარმოადგენს I მსოფლიო ომის ერთ-ერთ ატრიბუტიკას ქიმიურ იარაღთან, არტილერიასთან, და ყუმბარებთან ერთად, შეიძლება არასერიოზულად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა მას ორივე მხარე ეფექტურად იყენებდა 1914-1918 წ.წ.-ში, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა.
 გერმანულმა არმიამ ხიშტის უფრო მეტი სახეობა დახვეწა, ვიდრე სხვა ქვეყნის ჯარებმა ერთად. მათ გამოუშვეს სპეციალური ადაპტორები, რომელთა საშუალებითაც მათ ხელში ჩავარდნილი მტრის ხიშტები ადვილად მიესადაგებოდა ჩვეულებვრივ გერმანულ Gewehr 98 შაშხანას.
  ხიშტების უმრავლესობა უბრალო დიზაინის იყო, თუმცა მათი მრავალფეროვნება მაინც არსებობდა. მაგალითად: გერმანულმა არმიამ გამოუშვა ხერხის მაგვარი დაკბილული დანა.
  საინჟინრო ნაწილებისთვის სპეციალურად დამზადებული ხერხიანი ხიშტი ზედგამოჭრილი იყო ანტანტის პროპაგანდისთვის. იმისათვის რათა წარმოეჩინათ გერმანელი ჯარისკაცები, როგორც უმოწყალო, სისხლისმსმელი ბარბაროსები, პრესამ განაცხადა, რომ ასეთი ხიშტი სპეციალურად იყო გამოშვებული, როგორც ახლო ბრძოლაში გერმანელთა სისასტიკისა და სადიზმის სიმბოლო.
 

რეალურ სიტუაციაში კი აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი XX საუკუნის ისეთ იარაღთან შედარებით, როგორიც ტყვიამფრქვევი იყო, წარსულის გადმონაშთს წარმოადგენდა.
ხიშტის ერთადერთი უპირატესობა იყო მისი გამოყენება ახლო მანძილზე. სხვა იარაღისგან განსხვავებით, ხიშტ-თოფი შეიძლებოდა გამოეყენებულიყო როგორც ცეცხლსასროლი, ასევე ცივი იარაღი.


                                                       წყალქვეშა ნავი


  წყალქვეშა ნავის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების პირველი იდეა ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. მოგვიანებით მან პროექტი გაანადგურა, რადგან წყალქვეშა ომების მიერ დამანგრეველი შედეგების მოტანის საფრთხე ივარაუდა.
პირველი წყალქვეშა ნავი ჰოლანდიელმა ინჟინერმა ვან ფრებბელმა ლონდონში ააგო

და წარმატებით გამოცადა კიდეც ტემზაზე. პირველად სამხედრო დანიშნულებით კი წყალქვეშა ნავი აშშ–ში დამოუკიდებლობისთვის ომის დროს გამოიყენეს. ბუშნელის „კუ“ ბრიტანეთის ფლაგმანზე თავდასხმას შეეცადა, თუმცა ის აღმოაჩინეს და მიმალვა რომ მოესწრო, იძულებული გახდა ნაღმი მანამდე აეფეთქებინა, სანამ ხომალდის ფსკერზე მიამაგრებდა.
 პირველი ნამდვილი წყალქვეშა ნავი, რომელმაც სამხედრო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, სამოქალაქო ომის დროს აშშ–ს კონფედერაციის ფლოტში შეიქმნა. მისი ავტორი ჰორას ელ. ჰანლია. ეს ნავი იყო ერთგვარი ორთქლმავალი „ქვაბი“, რომელსაც ორივე ბოლოში მახვილი „კიდურები“ ქონდა მიმაგრებული. ჩაყვინთვისთვის ის იყენებდა ცხვირისა და კიჩოს საბალასტო ცისტერნებს, საიდანაც ამოყვინთვის წინ წყალი ხელის ტუმბოებით გამოიდევნებოდა, სწრაფად ამოყვინთვის მიზნით კი ფსკერზე მიმაგრებულ რკინის ბალასტს ხსნიდნენ. შეიარაღებას წარმოადგენდა ნაღმი, რომელიც ნავის ცხვირზე ლითონის გრძელ ლატანზე იყო დამაგრებული. გარემოზე დაკვირვება და ეკიპაჟის ნავში შესვლა–გამოსვლა ორი პატარა კოშკურიდან ხდებოდა.
გერმანიის
წყალქვეს ნავი 

 1874 წლის 17 თებერვალს კონფედერატების ხრახნიანმა კორვეტმა Housatonic–მა ჩრდილოელთა ნავი ჩაძირა. ის აფეთქებას გადაურჩა, თუმცა 45 წუთის შემდეგ ღია სარქველში შევარდნილი ტალღის „დახმარებით“ მაინც ჩაიძირა. იმავდროულად მათი სამხედრო გამოყენების შესაძლებლობაც დადასტურდა.
  XIX საუკუნის ბოლოს გამოუშვეს ნავები ელექტრული ძალური მოწყობილობით, შემდეგ კი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ნავები წყალზედა და ელექტრული ძრავებით წყალქვეშ მოძრაობისთვის.
  1899 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ, აშშ–იმ და რუსეთმა სცადეს წყალქვეშა იარაღის გამოყენების შეზღუდვა, მაგრამ ამ ინიციატივას წინ დიდი ბრიტანეთი აღუდგა.
 

პირველი მსოფლიო ომის დროს წყალქვეშა ფლოტის დაჩქარებული განვითარების წყალობით სუბმარინები ერთ–ერთ ყველაზე მრისხანე იარაღად იქცა. მთელი ომის განმავლობაში მეომარი სახელმწიფოების 600–ზე მეტმა წყალქვეშა ნავმა 55 დიდი ლინკორი და კრეისერი, 105 საესკადრო ნაღმოსანი და 33 სუბმარინი ჩაძირა. ჩაძირული სავაჭრო ხომალდების ტვირთამწეობის მთლიანმა მოცულობამ 19 მლნ. ტონა შეადგინა. გერმანული წყალქვეშა ნავების თავდასხმებმა საზღვაო კომუნიკაციებზე ინგლისი ომში დამარცხების ზღვრამდე მიიყვანა.
  პირველი მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით გაკეთდა წყალქვეშა ნავების წყალზედა ხომალდების ესკადრებთან ურთიერთქმედების აუცილებლობის დასკვნა, ამიტომაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მუშაობა ძირითადად წყალზედა ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფის მიმართულებით მიმდინარეობდა.


                                     ცეცხლისმფრქვევი იარაღი

 

ცეცხლისმფრქვევი იარაღი, რომელიც I მსოფლიო ომის დროს ატერორებდა ბრიტანულ და ფრანგულ ჯარს, წარმოადგენდა გერმანული ინჟინერიის ერთ-ერთ დიდ მიღწევას. თავისი სახელიდან გამომდინარე, ეს იარაღი წარმოადგენდა აალებადი სითხით სავსე ბალონს, რომელიც გრძელ მილთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია რომ ამ იარაღის პირველი (პრიმიტიული) მოდელი გვხვდება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ.-მდე V ს.-ში. თუმცა იარაღმა თავისი სრულფასოვანი სახე პირველი მსოფლიო ომისას მიიღო. გერმანულმა არმიამ ომში გამოიყენა ამ იარაღის 2 მოდელი, ორივე რიჩარდ ფიდლერის მიერ შექმნილი 1901 წ.
პირველი მოდელი პატარა და ადვილად სატარებელი იყო ერთი კაცის მიერ. ის აფრქვევდა აალებად სითხეს 18 მეტრის რადიუსზე.
   ფიდლერის მეორე მოდელი გაცილებით დიდი იყო პირველთან შედარებით და 2-ბალონიანი იყო, რის გამოც მას ორი კაცი ატარებდა. მიუხედავად ამისა მისი მოქმედების რადიუსი, წინასთან შედარებით, 2-ჯერ დიდი იყო. მას ასევე შეეძლო ცეცხლის შეუჩერებლად შენარჩუნება 40 წამის განმავლობაში, თუმცა ეს ბალონების ჩქარ დაცლას ნიშნავდა. ცეცხლისმფრქვევი იარაღის პირველი მნიშვნელოვანი გამოყენება მოხდა ბრიტანელებზე უეცარი თავდასხმისას ჰოგეში. ამ ორდღიან ბრძოლაში ბრიტანელებმა დაკარგეს 782 ჯარისკაცი.
   ჰოგეში წარმატების შემდეგ, გერმანელები ამ იარაღს თითქმის ყველა ბრძოლაში იყენებდნენ. იარაღი განკუთვნილ იყო 6-კაციანი ჯგუფისთვის, თითო იარაღი ორ კაცს ეჭირა. მათი მთავარი დანიშნულება მტრის თავდაცვითი ხაზის განადგურება იყო, დანარჩენს კი ქვეითები გააგრძელებდნენ.
   იმის გარდა რომ იარაღი სამართავად არც ისე ადვილი იყო, არსებობდა იმის მუდმივი საფრთხე, რომ ბალონი შეიძლებოდა ბრმა ტყვიას აეფეთქებინა. ამიტომაც ყველა ვისაც ცეცხლისმფრქვევის მართვა ევალებოდა, ადრე თუ გვიან განწირული იყო.


   მოგვიანებით ბრიტანელებმა და ფრანგებმა თავიანთი საკუთარი მოდელები შექმნეს რასაც სასანგრო ბრძოლებისას იყენებდნენ 1917-1918 წ.წ.-ში. მიუხედავად თავისი უპირატესობისა სასანგრო თავდასხმების დროს, ამ იარაღმა თავისი სუსტი წერტილის გამო, პოპულარობა დაკარგა, თუმცა ის ისევ ბრუნდება II მსოფლიო ომისას, ამჯერად უკვე როგორც ტანკის კონსტუქციის ნაწილი.




                              ტრასირებადი (აალებადი) ტყვიები
   ტრასირებადი ვაზნები წარმოადგენენ ტყვიებს, რომელსაც დენთთან ერთად პიროტექნიკაც ურევია. აალებისას ის ტოვებს კაშკაშა ფერის კვალს, რომელიც ღამითაც ჩანს. ეს ეხმარება ადამიანს ზუსტი დამიზნებისთვის. მათ ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ნებისმიერი აალებადი სითხის ან საწვავის წვა, ან აფეთქება.
 

ისინი პირველად გამოჩნდა XX საუკუნის პირველ წლებში, და თანამედროვე მოდელებისგან განსხვავებით კვამლის ნაკადს ტოვებდა მიზანზე. თუმცა მას ბევრი ნაკლიც ჰქონდა. ის კვალს არ ტოვებდა, თუ მსროლელი მიზანს ააცილებდა. მოგვიანებით უკვე შეიქმნა ტყვიები, რომლებიც ჰაერში კვალს ტოვებდნენ.
  დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ტრასირებადი ვაზნები გამოუშვა 1915 წ. ამერიკელებმა კი 1917 წ. გამოუშვეს მათი გაუმჯობესებული მოდელი რომელიც სხვადასხვა ფერის კვალსაც ტოვებდა.
  Iმსოფლიო ომში ტრასირებადმა ვაზნებმა ბრიტანელებს დიდი წარმატება მოაპოვებინეს გერმანელების წინააღმდეგ. გერმანული ზეპელინები ძირითადად გამოიყენებოდა დაბომბვისთვის და დაზვერვისთვის. ჩვეულებრივი ტყვიებით ჯარისკაცებს ზეპელინის ჩამოგდების უმნიშვნელო შანსი ჰქონდათ. ტრასირებადი ტყვიით კი, ჯარისკაცებმა რამოდენიმე ზეპელინის ჩამოგდება მოახერხეს - ამისათვის საჭირო იყო იარაღის წყალბადით სავსე ბალონებისთვის დამიზნება.


                                                                 ყუმბარები

 

 
ყუმბარები, დიდი ომის დროს, სხადასხვანაირად ფეთქდებოდა. ადრეული მოდელები, რომლის სასროლად შაშხანები გამოიყენებოდა, შეხებისთანავე ფეთქდებოდა, ხოლო ხელის ყუმბარები - მხოლოდ გარკვეულ დროში. ეს უკანასკნელი უკეთესი იყო, რადგანაც შემთხვევითი აფეთქებების რიცხვი თითქმის ნული იყო.
  არსებობდა ხელყუმბარების ამოქმედების 2 ვარიანტი. პირველი, ყველაზე კარგად ცნობილი, იყო ყუმბარისთვის რგოლის გამოცლა, რის შედეგადაც ასაფეთქებელი ნივთიერება იწყებდა მოქმედებას. მეორე მექანიზმი კი განკუთვნილი იყო გერმანული ე.წ. „ჯოხისებრი“ ყუმბარებისთვის. ასეთი ყუმბარები, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, იყო მოკლე ჯოხის ფორმის, რაც ყუმბარის შედარებით შორ მანძილზე სროლის საშუალებას იძლეოდა. მექანიზმი მარტივი იყო. საჭირო იყო ყუმბარის თავსახურის მოხსნა და იქიდან თოკის გამოქაჩვა. ეს ყუმბარები გერმანული შეიარაღების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათად იქცა, რომელსაც II მსოფლიო ომის დროსაც იყენებდნენ.


 

ომის პირველ წლებში ბრიტანელები ამ მხვრივ სერიოზულად ჩამორჩებოდნენ გერმანელებს. პირველი ბრიტანული ყუმბარა, რომელიც პირველად 1914 წელს გამოიყენეს, პოპულარობით არ სარგებლობდა, რადგან ის შეიძლებოდა სროლის დროსაც უცებ აფეთქებულიყო, თუ რამეს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ბრიტანელ მეომარს, განსაკუთრებით კი იმათ ვინც გალიპოლის კამპანიისას მსახურობდნენ არანაირი ყუმბარები არ ჰქონდა, რის გამოც ისინი თვითონ ამზადებდნენ პრიმიტიულ ყუმბარებს, რომლებსაც „ჯემის ქილები“ უწოდეს. მათ ასე შეარქვეს, რადგანაც დასამზადებლად ძირითადად ჯემის ქილებს იყენებდნენ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებით ავსებდნენ. ეს უფრო მეტად „მოლოტოვის კოქტეილს“ ჰგავდა, ვიდრე სრულფასოვან ყუმბარას.



   ეს ვითერბა შეიცვალა მას მერე, რაც 1915 წ. უილიამ მილსმა თავისი სახელობის ყუმბარები გამოუშვა, რომლებსაც უკვე სახელური გააჩნდა, დღევანდელი მოდელების მსგავსად. ამის საპასუხოდ კი იმავე წელს გერმანელებმა შეიმუშავეს გაზისა და კვამლის ყუმბარები.

                                                   ტყვიამფრქვევი
 1914 წლის მოდელის ტყვიამფრქვევს, რომელსაც ძირითადად სამფეხა

მოწყობილობაზე დებდნენ, ესაჭიროებოდა მინიმუმ 4 კაცი. თეორიულად მას შეეძლო წუთში 300-400 ტყვიის შეუჩერებლად სროლა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადრეული ტყვიამფრქვევები მალე ხურდებოდა, რის გამოც ადვილად ფუჭდებოდა. გაგრილებისთვის იყენებდნენ წყლით სავსე ჩანთებს. თუმცა იარაღი შეიძლებოდა 2 წუთში ისევ გაცხელებულიყო. ამ მოდელებს ბრძოლისას ლიტრობით წყალი სჭირდებოდა. ამიტომაც ტყვიამფრქვევებს ძირითადა ცივ და ქარიან ამინდში იყენებდნენ, რათა მექანიზმი ადვილად გაგრილებულიყო.
  ტყვიამფრქვევი 1884 წელს შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ჰირამ მაქსიმმა. თავდაპირველად მან ეს იარაღი ბრიტანელებს შესთავაზა, თუმცა ბრიტანულმა არმიამ ტყვიამფრქვევი მიიჩნია შეუფერებელად და ზედმეტ ტვირთად. მათგან განსხვავებით გერმანელებმა დაინახეს ამ იარაღის აშკარა პოტენციალი და შექმნეს თავიანთი გაუმჯობესებული მოდელი- Maschinengewehr 08. მსოფლიო ომში გერმანელებს უკვე ათასობით ასეთი მოდელი ჰქონდათ.
  ტყვიათმფრქვევის შექმნისას ჰ. მაქსიმმა გამოიყენა უბრალო მექანიზმი. გაზი, რომელსაც დენთი წვისას ქმნიდა, იწვევდა უკუგდებას, რომელიც მექანიზმს მუდმივ მოძრაობაში ამყოფებდა. მას სხვა ენერგია არ სჭირდებოდა. ახალი ვერსიები უფრო ნაკლებად ხურდებოდა, და წუთში 600 ტყვიას ისროდა. ამ უპირატოსების მიუხედავად იარაღი იწონიდა 62 კგ-ს. 1918 წლისთვის ორივე მხარემ შეიმუშავა მსუბუქი ტყვიამფრქვევები, რომლებიც 16 კგ-ს იწონიდა.
  მოგვიანებით უკვე II მსოფლიო ომში ტყვიამფრქვევებს ამაგრებდნენ თვითმფრინავებზე, ტანკებზე და გემებზედაც.

                                            პისტოლეტები


 
პისტოლეტი თავდაპირველად შექმნილი იყო როგორც საკავალერიო იარაღი, რადგანაც მას ძირითადად იყენებდნენ სამხედრო პოლიციაში, არმიასა და ფლოტში, როგორც მეორეხარისხოვან იარაღს.
   ომის დაწყებისას არსებობდა პისტოლეტების 3 ძირითადი სახეობა: რევოლვერები, ნახევრად-ავტომატური და ე.წ. „თავისუფალი ჩამკეტის“ მოდელები.

 სამთა კავშირის ქვეყნებში პოპულარული იყო გერმანული ნახევრად-ავტომატური Luger 9mm P08 პისტოლეტები, რომელთა რიცხვიც პირველი მსოფლიო ომში 2 მილიონს აღწევდა.
Luger-ს შეეძლო შვიდი 9 მმ.-იანი ტყვიის სროლა, იყო ზუსტი და გააჩნდა ნაკლები უკუცემა. მისი გვიანი 1917 წ.-ის მოდელი კი 30 ტყვიას იტევდა. Luger-ზე არანაკლებ პოპულარული იყო Mauser C9 და C10 მოდელები.
   ბრიტანული არმიისთვის შექმნეს „The Webley Mk IV“ რევოლვერი, რომელიც 11.6
მმ. ტყვიისთვის იყო განკუთვნილი. მის მოხმარებას დიდი ხნის პრაქტიკა სჭირდებოდა, რადგან სროლისას ძლიერი უკუცემა ჰქონდა, ამიტომაც ბრიტანელები უპირატესობას ანიჭებდნენ გერმანულ იარაღს, რადგანაც ის უფრო მეტად ზუსტიც და შორსმსროლელიც იყო. 1913 წ.-ის ბოლოს გამოუშვეს ამ იარაღის ნახევრად-ავტომატური მოდელი.



  ომის პერიოდში ა.შ.შ.-მ შეიმუშავა იარაღის სამივე ტიპი, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებული იყო Colt-ის ავტომატური პისტოლეტები რომლებიც გერმანულ მოდელებს არ ჩამოუვარდებოდა.

                                                      
                             შაშხანები
შაშხანა საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა ჯარისკაცის მთავარ და ყველაზე ზუსტ იარაღად.
  გერმანული არმიის სტანდარტული იარაღი იყო 7.92 მმ.-ანი Gewehr 98, რომლის შემქმნელიც იყო პეტერ პაულ მაუზერი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო 5 ტყვიას იტევდა, ის იყო ზუსტი იარაღი, იდეალურად გამოყენებადი სნაიპერისთვის.
 
ამ იარაღს სერიოზული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ბრიტანული Lee-Enfield-ის შაშხანის სახით. Mauser-ისგან განსხვავებით Lee-Enfield-ს 10 კარტრიჯიანი მჭიდი და სწრაფი გადატენვის მექანიზმი ჰქონდა. ამ იარაღის დიზაინი ამერიკელებმა და კანადელებმაც გადაიღეს.
  ამასობაში ფრანგებმა შექმნეს თავიანთი Lebel 8 მმ.-იანი შაშხანა. თავისი ფართო გავრცელების მიუხედავად, ის გერმანულ და ბრიტანულ მოდელებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დამიზნებისა და გადატენვის საკითხებში. ეს შეცდომა მოგვიანებით 1916 წ.-ს მისმა გაუმჯობესებულმა მოდელმა Lebel Berthier-მა გამოასწორა.
 

1917 წლისკენ ა.შ.შ.-მ თავისი შაშხანები გამოუშვა Mauser-სა და Lee-Enfield-ის მოდელების მიხედვით. Springfield M1917, წინა ორთან შედარებით, უფრო მსუბუქი იყო, ინგლისურ მოდელთან შედარებით მოკლე და გერმანულ მოდელზე 2-ჯერ შორს ისროდა.

                                                                                                                ტანკები

   

ტანკის შექმნაში წვლილი არაერთმა ქვეყანამ შეიტანა, თუმცა ითვლება რომ ის ბრიტანელთა ყველაზე წარმატებული გამოგონებაა.


მუხლუხიანი ტრანსპორტი პირველად ყირიმის ომისას გამოჩნდა. იგი იდეალური იყო არახელსაყრელ პირობებში მოძრაობისთვის. თუმცა მის, როგორც საბრძოლო ტექნიკად ჩამოყალიბებაში წვლილი უ. ჩერჩილს მიუძღვის. თავდაპირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო სახმელეთო ჯავშანხომალდი, რომელიც მტრის საარტილერიო ხაზს ადვილად გადაკვეთდა. ტანკზე დამონტაჟებული იყო 2 ტყვიამფრქვევი და მის ეკიპაჟს შეადგენდა 10 კაცი. პირველი ტანკი იწონიდა 14 ტონას და სიგრძეში 12 ფუტს აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე საათში 2 მილს აღწევდა, თუმცა არ შეეძლო სანგრის გადაკვეთა. პირველი სრულფასოვანი ტანკი 1916 წ.-ს იყო დემონსტრირებული რის შემდეგაც ლოიდ ჯორჯმა (ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა) Mark-1 მოდელის მასობრივად გამოშვების ბრძანება გასცა.
  ფლერსის ბრძოლის ველზე ინგლისელებმა 36 ტანკი გამოიყვანეს, რამაც გერმანელთა უკანდახევა გამოიწვია და შეცვალა ამ ბრძოლის მიმართულება.


  მიუხედავად ამისა Mark-1 შორს იყო სრულყოფილებისგან: ის შეიძლებოდა ადვილად გაჭედილიყო სანგრის გადაკვეთისას. არც ტანკში მყოფთათვის იყო იდეალური სიტუაცია. ტანკის შიგნით ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მისი გამონაბოლქვი კი ხშირად ჯარისკაცებს გუდავდა.

   1917 წ.-ის 20 ნოემბრის ქემბრეის ბრძოლაში ბრიტანელებმა ტანკების დახმარებით ხელთ ჩაიგდეს 10000 გერმანელი ტყვე, 123 ცეცხლსასროლი იარაღი და 281 ტყვიამფრქვევი.

                                         ავიაცია

 





   
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის, ასევე დასაბომბად. ომის დასაწყისში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა "ნიუპორ ბეიბიმ" გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესი იყო, ვიდრე გერმანული "აინდეკერები". გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით - 14 თვითმფრინავით.
  1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს "სისხლიანი აპრილი" შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები "სპადი" და "ნიუპორ-17", ხოლო ინგლისელებმა - "სოპვიჩ პაპი" და "სოპვიჩი".
 ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისური - "DH-4" და "DH-9"-ით, გერმანული "AEG"-ით, ფრანგული "ბრეგე"-თი ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს, ტყვიამფრქვევებით ცხრილავდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ეხმარებოდნენ თავის ჯარებს.
  ამის გარდა, ავიაცია გამოიყენებოდა ზღვაზე დასაზვერად. თვითფრინავებს ძალიან მცირე რადიუსით შეეძლოთ ფრენა, ამიტომ დაზვერვისთვის დირიჟაბლებსაც იყენებდნენ. დირიჟაბლს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მას 48 საათი შეეძლო ჰაერში ყოფნა, ნაკლი კი ის იყო, რომ ფრენა მხოლოდ კარგ ამინდში იყო შესაძლებელი.


  ამავე დროს დაიწყო ჰიდრო თვითფრინავების მშენებლობა, რომლებსაც წყლიდან აფრენა უნდა შესძლებოდათ. ჰიდროთვითმფრინავების წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ მიზეზის გამო რომ მათაც მცირე რადიუსით შეეძლოთ ფრენა, ეს გეგმა არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამერიკელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის ჰიდროთვითმფრინავები - "მფრინავი ნავები" რომლებსაც დაბომბვაც შეეძლოთ და ჰაერში 6 საათამდე ჩერდებოდნენ. გერმანელებმა საპასუხოდ თავისი მოდელები გამოუშვეს ჩრდილოეთ ზღვაზე საპატრულოდ.
 
ავიამზიდები ჯერ არ იყო, ამიტომ თვითმფრინავის აფრენის და დაჯდომის დროს უბედური შემთხვევებიც ხდებოდა. ამიტომ გამოუშვეს გემი რომელსაც ასაფრენ-დასაფრენი გემბანები ჰქონდა.
  პირველ მსოფლიო ომში ავიაციამ თავი იჩინა ქალაქების დაბომბვაში, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. 1914 წლის 30 აგვისტოს გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი პარიზში, რის შედეგათაც დაიღუპა ერთი ქალი. 1915 წლის 31 მაისს დაიბომბა ლონდონი, დაიღუპა 7 ადამიანი.
  ამრიგად ეს პირველი მასშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა სამხედრო ავიაციის განვითარება

                                                           ფლოტი
   
გერმანიის კრეისერი
ალბატროსი 
1914 წელს ზღვაზე ომი დაიწყო გერმანიის მიერ ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით. გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ ღია მასშტაბურ ბრძოლებს. პირველი შეტაკება მოხდა გელგოლანდთან აგვისტოს ბოლოს, სადაც გერმანელებმა 3 მსუბუქი კრეისერი ერთი ნაღმის მატარებელი გემი დაკარგეს.
   ჩრდილოეთ ზღვაში გერმანელებსა და ინგლისელებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა 1915 წლის იანვარში დოგერ-ბანკისთვან. 5 კრეისერი შეებრძოლა გერმანულ გემებს. ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგები განიცადა და გერმანელებმა უკან დაიხიეს. ამ ბრძოლის შემდეგ გერმანელების პრიოტიტეტი წყალქვეშა გემები გახდა, ინგლისელებმა კი ყურადრება დარდანელზე გადაიტანეს.
   დარდანელზე თავდასხმა რუსეთის თხოვნით უნდა განხორციელებულიყო, რათა თურქეთის ყურადღება კავკასიიდან სხვა რეგიონში გადასულიყო. უინსტონ ჩერჩილმა შეიმუშავა დარდანელზე თურქული ფორტების შეტევის გეგმა. ამოცანის წარმატებას ხელი ცუდმა ამინდმა და ნაღმებმა შეუშალა. ინგლისელებმა ვერაფრით ვერ შეაღწიეს შავ ზღვაში და დესანტი ხმელთაშუა ზღვიდან გადასხეს.
  1916 წელს გერმანულმა ფლოტმა განაახლა ბრიტანეთის ნაპირების შეტევები. გერმანელებმა განიზრახეს ბრიტანული ფლოტის ნაწილის ალყაში მოქცევა და განადგურება, ოპერაცია 31მაისს იყო დანიშნული. ბრიტანელებმა წინასწარ შეიტყვეს გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის ნაპირებთან და დაამარცხეს გერმანელები.
იუტლანდიის საზღვაო ბრძოლის შემდეგ გერმანულ ფლოტს ჩრდილოეთის ზღვაში აღარ განუხორციალებია საომარი ოპერაციები.


                                         ნაღმმტყორცნები


ნაღმმტყორცნი არის მოკლე მილის ფორმის მოწყობილობა ნაღმის შორ მანძილზე სროლისთვის. ეს იარაღი იდეალური იყო პოზიციურ ბრძოლებში, როდესაც მოწინააღმდეგეები სანგრებში იმალებოდნენ.
     .
მისი ძირითადი უპირატესობა სხვა სახის იარაღთან შედარებით გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოყენებისას სანგრიდან გამოსვლა არ იყო საჭირო და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე ეფექტური იყო სიმძლავრის მხვრივ.
    ნაღმმტყორცნი იყო წარსულის კიდევ ერთი გადმონაშთი, რომელსაც გერმანელებმა უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, ვიდრე ომის სხვა მონაწილეებმა. ნაღმები პირველად მათ 1908-10 წლებში გამოუშვეს (25 სმ-ის, თითოეული 95 კილოს იწონიდა). მოგვიანებით კი გამოუშვეს უფრო პატარა და მსუბუქი ვერსიები (7.6 სმ.), ასევე საშუალო სიგრძის ნაღმებიც (17 სმ). ამ იარაღიდან ნასროლი ნაღმები 1500 იარდის მანძილზე ვრცელდებოდა, შიდა მექანიზმის საშუალებით ის 25-წამში ფეთქდებოდა, ან პირდაპირ შეხებისას.
   1915 წ.-ს ბოლოს ბრიტანელებმა შეიმუშავეს ნაღმმტყორცნის საკუთარი ვერსია. ის უფრო მომცრო იყო და გერმანული მოდელებისაგან განსხვავებით არ გააჩნდა სამიზნე. თუმცა მოგვიანებით სტოკსის შემუშავებული დიზაინი გახდა ბრიტანელთა წარმატების საწინდარი. მის მოდელს შეეძლო წუთში 22 ნაღმის სროლა 1200 იარდის მანძილზე. ნაღმსატყორცნი შედგებოდა გლუვი რკინის მილისგან, რომელიც იყო მიმაგრებული საყრდენ დანადგართან უკუცემის შესამცირებლად. აალების წყაროსთან კონტაქტისთანავე ბომბის გასროლა შესაძლებელი იყო შეფერხების გარეშე. პოზიციური ბრძოლებისას მისი გამოყენება უსაფრთხო იყო. რადგან მას ძირითადა უკანა რიგებში აყენებდნენ მტრის არტილერიისა და ტყვიამფრქვევების განადგურებისათვის.
  მოგვიანებით ამ იარაღის გაუმჯობესებული ვერსიების საშუალებით, შესაძლებელი გახდა ჭურვების სროლა, რაც დღესაც ფართოდ გამოიყენება.

                                            მომწამლავი გაზი

 
პირველ მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია ქიმიური იარაღი, კერძოდ კი - მომწამლავი გაზი იყო, რამაც სრულიად შეცვალა ომის მიმდინარეობა.
  ბევრი მიიჩნევს, რომ ქიმიური იარაღი პირველად გერმანელებმა გამოიყენეს. თუმცა ეს ასე არ არის. 1914 წ.-ის აგვისტოს ფრანგებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზით სავსე ყუმბარები. თუმცა იარაღს უფრო სერიოზული სახე გერმანელებმა მისცეს. პირველი მომწამვლავი გაზი - ქლორი, გამოიყენეს 1915 წ.-ს ქ. იპრის მეორე ბრძოლისას. თავდაპირველად ფრანგებს ეგონათ, რომ ეს უბრალო კვამლი იყო გერმანელთა დასამალად, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. წესით ეს მოკავშირე ქვეყნებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან იპრის პირველი ბრძოლისას ეს დატყვევებული გერმანელებისგან შეიტყვეს, მაგრამ არავინ დაიჯერა. ეფექტი მძიმე იყო. ადამიანს სასუნთქი გზები წამებში ეკეტებოდა და იხუთებოდა. შემდეგში გამოჩნდა ფოსგენის გაზი, რომელიც ჯარისკაცების უმეტესობას წამიერად არ კლავდა. სიმპტომები მხოლოდ 48 საათის შემდეგ ვლინდებოდა, რის შედეგადაც ჯარისკაცი ასევე იგუდებოდა. ერთდადერთი დამცავი საშუალება ნიღაბი იყო.

   1917 წ. გერმანელებმა ე.წ. „მდოგვის“(გოგირდოვანი) გაზი გამოუშვეს. თუკი ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანს შეეძლო გადარჩენოდა წინა 2 ქიმიურ იარაღს, ამას ნიღაბიც კი ვერ უშველიდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, ეს გაზი არ იწვევდა ჰაერის უკმარისობას, არამედ კანისა და ფილტვების III ხარისხის დამწვრობას, რომელსაც ვერაფერი შველოდა და შეხებითაც გადამდები იყო. ეს გაზი ნიღბის შემთხვევაში მხოლოდ კანის დამწვრობას იწვევდა,თუმცა ესეც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ხოლო თუ ადამიანს ნიღაბიც არ ეკეთა (დამცავ ტანსაცმელზე რომ არაფერი ვთქვათ), გაზი იწვევდა კიბოს და სასუნთქი გზების დამწვრობას, რის შედეგადაც ჯარისკაცი ნელი და აუტანელი წამებით იღუპებოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ეს გაზი უფერო და უსუნო იყო, და ამასთანავე დღეები სჭირდებოდა განეიტრალებისთვის. ერთადერთი რაც ადამიანს იცავდა, იყო სპეციალური ტანსაცმელი, რაც ყველა ჯარისკაცს ვერ ექნებოდა.
საბოლოოდ 1925 წელს ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალეს.


გამოყენებული ლიტერატურა:

   http://freehdw.com/wallpaper/the-first-world-war-93332.html
· http://en.wikipedia.org/wiki/Aviation_in_World_War_I


· http://en.wikipedia.org/wiki/Naval_warfare_of_World_War_I#Naval_technology


· http://en.wikipedia.org/wiki/Tracer_ammunition#History


· http://www.firstworldwar.com/weaponry/bayonets.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/flamethrowers.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/grenades.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/machineguns.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/pistols.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/gas.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/rifles.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/tanks.htm


· http://www.firstworldwar.com/weaponry/mortars.htm









ნოდარ ფხალაძე

1 comment: