1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში გერმანიამ დაინახა რა წარუმატებლობა რუსეთისა , სცდა მისი დაპირისპირება საფრანგეთთან.1905 წელს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II ისვენებდა ფინეთში, სწორედ აქ ეწვია მას გერმანიის იმპერატორი ვილჰემ კაიზერი , გერმანიამ შეძლო დაეყოლიებინა რუსეთის იმპერატორი ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებაზე -სამხედრო დახმარების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის რომელიმე სახელმწიფო ან რუსეთს, ან გერმანიას თავს დაესხმებოდა მაშინ ისინი მოკავშირეები ხდებოდნენ, კაიზერი არწმუნებდა რუსეთის იმპერატორს, რომ ეს ხელშეკრულება ძირითადად მიმართული იყო ინგლისის წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში ამ ხელშეკრულებით რუსეთი კარგავდა მოკავშირეს-საფრანგეთის სახით (რომელიც იმ დროს რუსეთის მოკავშირეა და კრედიტორია)ეს მოლაპარაკება ძალაში შედიოდა რუსეთ-იაპონიის დამთავრების შემდეგ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს , რომ არც საგარეო საქმეთა მინისტრები და არც სხვა წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებას არს ესწრებოდნენ. მას შემდეგ რაც პორტსმუტსში რუსეთმა გააფორმა საზავო ხელშეკრულება და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვ. ლანზდროფმა დიდი ხნის საუბრის შემდეგ დაარწმუნა რუსეთის იმპერატორი , რომ შეეტანა ამ ხელშეკრულებაში რამოდენიმე განმარტება, კეძოდ, იმისსესახებ, რომ თუ გერმანია საომარ მოქმედებებს დაიწყებდა საფრანგეთის წინაარმდეგ, მაში ეს მოკავშირეობის შეთანხმება ბათილი იქნებოდა. ამის შესახებ ეცნო გერმანიის ინპერატორს. ეს იყო დიპლომატიური უარი ხელშეკრულებაზე. ამ ფაქტმა საფრაგეთ-რუსეთის მოკავშირეობა კიდევ უფრო გაამყარა, ასევე რუსეთმა საფრანგეთისაგან სესხად მიიღო 850 მლნ. მანეთი .
ამავე დროს რუსეთის იმპერია არანაირი სურვილი არ ქონდა გაემწვავებინა ურთიერთობა გერმანიასთან და 1907 წელს , ივლისის თვეში მოხდა მათი შეთანხმება ბალტიის ზღვაზე ”სტატუს-კვოს” შენარჩუნების შესახებ, ამ შეთანხმებას შეუერთდა შვეცია და დანია .
გერმანია და მისი მოკავშირე ავსტრია -უნგრეთი ცდილობენ ბალკანეთი და თურქეთი თავის ინტერსების სფეროდდა მოკავშირედ გადაექციათ, რასაც ეწინარმდეგებოდა ანტანტის ინტერესები. სწორედ ამ ინტერსების კონფლიქტმა წარმოშვა ბოსნიის კრიზისი ბალკანეთში 1908-1909 წლებში.
ბოსნია ჰერცოგოვინა, რომელიც დასახლებული იყო სერბებითა და ხორვატებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით (რუსეთ-თურქეთის ომი 1877-1878) ოკუპირებული ჰქონდა ავსტრია-უნგრეთს , მაგრამ თურქეთი მას კვლავ თავის ”სამფლობელოდ” თვლიდა ; რაც შეეხება ავსტრიას მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბალკანეთის სრული ანექსია და მისი სამხედრო პლაცდარმად გამოყენება;
1908 წელს დაიწყო რევოლუცია თურქეთში; დაემხო სულთან აბდულ ჰამიდის აბსოლუტური მონარქია, ხელისუფლების სათავეში მოდიან სამხედროები და ბურჯუაზიის წარმომადგენლები, რომლებიც ცნობილი არიან ”ახალგაზრდა თურქების ” სახელით (იგივე ნაციონალისტური ორგანიზაცია ”ერთობა და პროგრესი” ), მატ შემოიღეს ქვეყანაში კონსტიტუცია . ამ მოძრაობამ ბალკანეთს უბიძგა დაეწყოთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც თურქეთი სასტიკად უსწორდებოდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ავსტრიამ ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი მოეხდინა სრული ანექსია ბალკანეთის ქვეყნებისა,რუსეთმა კარგად იცოდა ვენის კაბინეტის ჩანაფიქრის შესახებ, ამიტო გადაწყვიტა ავსტრიისაგან მოეთხოვა კონპესაცია . 1908 წლის 2-3 (16-17) სექტემბერს ავსტრიის ციხე ბუხლაუში ერთმანეთს შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები გრაფი ერენტამელი (ავსტრია) და იზვოლსკი (რუსეთი) , მათ შორის გაფორმდა ზეპირი შეთანხმება ("джентльменское”). რუსეთის იმპერია თანხმდებოდა ავსტრია-უნგრეთის მიერ ბოსნია -ჰერცოგოვინას მიერთებას იმ შემთხვევაში, თურუსეთის სამხედრო ფლოტი მოიპოვებდა შავ ზღვაზე გასასვლელს , ასევე ითხოვდა კომპენსაციას სერბეთის ტერიროიაზე და თურქეთის პროვინციას (Ново-Базарского санджака ), ეს საკითხები აუცილებლად უნდა
შეთანხმებულიყო ბერლინის კონგრესზე მონაწილე სახელმწიფოებთან და განხილულიყო საერთაშორისო კონფერნციაზე, სწორედ ამის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწყო ევროპის ქვეყნებში ტურნე , გერმანიამ და იტალიამ განუცხადეს, რომ ისინი თანახმა არიან, მაგრა მოითხოვეს კომპენსაცია, ინგლისმა და საფრანგეთმა , რომლებიც იყვნენ მოკავშირეები რუსეთისა, არ იყვნენ დაინტერესებულები ზღვაზე გასასვლელი გზების შეცვლისა და ფაქტობრივად უარი განუცხადს მხარდაჭერაზე. 1908 წლის 29 სექტემბერს (10 ოქტომბერი) , როცა ევროპის
ბოსნია-ჰერცოგოვინას ანექსიის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, სერბეთმა გამოაცხადა სამხედრო მობილიზაცია , ინგლისმა წამოაყენა პროექტი სრუტეების ნეიტრალიტეტის შესახებ და გაგზავნა თავისი ესკადრელია დარდანელის სრუტეში, ასევე შესთავაზა თურქეთს გაემაგრებინა ბოსფორი , ამავე დროს თურქეთმა ახალი სუბსიდიების სანაცვლოდ , (2, 5 მილიონი ფუნტი სტრელინგი) უარი განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინაზე.
რუსეთის იმპერიასი ამ დროს იზვოლსკის წინაარმდეგ გამოვიდა სტოლიპინი.მან განაცხადა, რომ ავსტრია-უნგრეთის ანექსია გამოიწვევდა სლავი ხალხის უკმაყოფილებას ბალკანრთზე და ასევე რუსეთში; კერძოდ, ეს ქმედება საფუძველს ჩაუყრიდა ”პანსლავიზმს” ბალკანეთის ნახევარკუნძულზე;
ავსტრიული კარიკატურა ”სერბეთი უნდა მოკვდეს” |
გერმანია ცდილობს გააძლიეროს საკუთარი გავლენა ბალკანეთში და გამოდევნოს ახლო არმოსავლეთიდან რუსეთი, ინგლისი და საფრანგეთი , მაგრამ ზუსტად ამ სურვილმა გერმანიისა უფრო დაახლოვა ანტანტის ქვეყნები . რუსეთმა დაიწყო სამხედრო რეფორმების გატარება. 1910 წელს მოხდა რუსეთის არმიის დისლოკაცია , რათა უფრო თანაბრად გადანაწილებულიყო ძალები ქვეყანაში. ჯარის ნაწილები გამოყვანილი იქნა სასაზღვრე ზოლიდან, რუსეთმა კარგად იცოდა, ომის შემთხვევასი მას დაარტყავდა როგორც გერმანია, ასევე ავსტრია-უნგრეთი, ამიტომ ცდილობდა მაქსიმალურად მოეხდინა მობილიზაცია თავისი სამხედრო ძალებისა , გაიზარდა ოფიცერთა კორპუსი. ბოსნიის კრიზისმა დაახლოვა რუსეთი და იტალია.ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას , რაც ითვალისიწნებდა იტალიის მხარდაჭერას სტატუს-კვოზე ბალკანეთში, ასევე თანამშრომლობას შავიზვისპირეთის სრუტეების გასასვლელში, მაგრამ იტალია მოითხოვდა რუსეთის მხარდაჭერას ჩრდილოეთაფრიკის კოლონიებში ანექსიაზე, კერძოდ მას სურდა ტრიპორიტანი და კირენაკი, რომელიც იმ დროს თურქეთის ხელში იყო. სხვათაშორის ამ შეთანხმებამ ხელი შეუწყო იტალიის დაახლოვებას ანტანტასთან და როგორც ვიციტ, უკვე პირველი მსოფლიო ომის დროს ის გამოდის სამთა კავშირიდან და ანტანტის მოკავშირე ხდება.
1911 წელს დაიწყო იტალია-თურქეთის ომი, თურქეთის წარუმატებლობით სცადა ესარგებლა რუსეთს, თურქეთში რუსეტის წარმომადგენლად გააგზავნა ჩარიკოვი, რომელსაც დავალებული ქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა თურქეთისაგან მიეღო სამხედრო ფლოტისათვის შავ ზღვაზე გასასვლელი. ჩერიკოვის წინაშე იყო ამოცანაც , მას უნდა მოეხერხებინა გაეერთიანებინა თურქეთი, სებეთი, ჩერნოგორია , შეექმნა ბალკანეთის კავშირი, რომელსაც სატავეში მერე ჩაუდგებოდა რუსეთი , ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის აგრესიის შემთხვევაში კი მოკავშირე გაეხადატ ასევე რუმინეთი და საბერძნეთი .
ივლისის კრიზისი 1914 წელი |
მასალა თარგმნა ნინო აბულაძემ
გამოყენებული ლიტერატურა :В.А. Федоров.
Боснийский кризис 1908-1909 годов
http://ru.wikipedia.org/wiki/Боснийский_кризис
http://ru.wikipedia.org/wiki/Июльский_кризис
ვიღაც იმუქრებოდა, ვისვენებოოოოოოოოოოო :)
ReplyDelete