კონფერენცია





პროექტის დაგეგმისთანავე მოსწავლეებს შევთავაზე თავად შეერჩიათ ის თემები, რომლებიც მათ აინტერესებდათ და რომელზეც ინტერესით იმუშავებდნენ, ასეთი სულ გამოიკვეთა 7 თემა

1.საერთშორისო ურთიერთობები XIX –XX საუკუნეების მიჯნაზე -მარიამ გოგნაძე

2. პირველი მსოფლიო ომი (ზოგადი მიმოხილვა)-დამიანე ნავროზაშვილი

3. 1914-1918 წ.წ მსოფლიოში- ვაკო თამაზაშვილი

4. ქართულ-გერმანული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს-ირაკლი

თხილაიშვილი

5. ქართველები პირველ მსოფლიო ომში -ლიზი ჩადუნელი

6. პირველი მსოფლიო ომი და დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოში  თიკა გაჩეჩილაძე

7. ინგლისური სტატიების მომზადება-მოძიება-თამუნა ტუღუში

   ამავე დროს მეც გადავწყვიტე მემუშავა გარკვეულ თემაზე, ჩემ მიერ მოძიებული და თარგმნილი იქნა მასალები და დავწერე სტატია 1908-1909 წლების ”ბოსნიის კრიზისი”
 
ნოდარ ფხალაძე 
 გარდა ამისა , შევქმენით სასწავლო რესურსები-კერძოდ სლაიდ=პრეზენტაციები , პარალელურად მე მოვიძიე უამრავი კარიკატურა , რომელიც თემატურად ეხმიანებოდა პირველი მსოფლიო ომის ამბებს, როგორც რუკები ასევე კონტურები

აქტ.2 კონფერენცია სემინარს დაეთმო 3 საგაკვეთილო საათი, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები,აღსანიშნავია , რომ თემების უმეტეს ნაწილში მოსწავლეებმა თვალსაჩინოებად გამოიყენეს კარიკატურები, ასევე კარიკატურები ჩანდა მათ სლაიდებში, ყველა თემის წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხრიდან წამოსულ შეკითხვებს მოყვებოდა საინტერესო დისკუსია.აღსანიშნავია, რომ დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ ინგლისურად სვამდა შეკითხვებს და მოსწავლეებსაც პასუხი ანალოგიურად უნდა გაეცათ ინგლისურად,
თამარ ტუღუში
გეოგრაფია -სვამდა შეკითხვებს რუკებთან და გეოპოლიტიკური მდებარეობების შესახე, ხოლო ბიოლოგიის ინტეგრირება მოხდა უშუალოდ დისკუსიის პროცესში, კერძოდ შეიარაღების თემის პრეზენტირებისას ლამარა მასწავლებელმა დასვ აშეკითხვა, რატომ აიძულებდნენ ჯარისკაცებს საომარი მოქმედებების დროს პირი ქონოდათ ღია, ამ კითხვაზე მოსწავლეებმა გასცეს პასუხი (თავიდან რომ აეცილებინათ დაყრუება და ახსნეს ეს პროცესი) , რის შემდეგაც მივხვდით, რომ ბიოლოგის მასწავლებელი, რომელიც იქამდე მოწვეული იყო როგორც შემფასებელი, აქტიურად ჩაერთო ჩვენს პროექტგაკვეთილში, ეს მოხდა სრულიად დაუგეგმავათ და ბევრად უფრო საინტერესო გახადა ჩვენი პროექტგაკვეტილი .
 
ლიზი ჩადუნელი 
აქტ.3 დისკუსია -ინტერაქტიული სწავლების მეთოდია, მისმა გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობის როლი კონფერეციაში, ასევე ხელი შეუწყო თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებმა შეძლეს იდეების, შეხედულებების, მტკიცებულებების ურთიერთგაცვლა.







No comments:

Post a Comment