თანამშრომლობით სწავლებაზე დაფუძნებული გაკვეთილი
აქტ.4 პრაქტიკული სამუშაო. ინტეგრირებული საათი-მუშაობა ჯგუფებში
საგნები :ისტორია+გეოგრაფია+ინგლისური ენა +ბიოლოგია
ინტეგრირებული გაკვეთილი დაიგეგმა მე-11 კლასში, გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო ეროვნულ გეგმაში ეს პროგრამა ჯერ არ ისწავლება , მაგრამ წელს არის პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წლისთავიდა დიდი სურვილი იყო ჩემი მოსწავლეებისა დაგვეგემა საინტერესო აქტივობა გადავწყვიტეთ სათანადოდ მოვმზადებულიყავით , ამ ინტეგრირებული გაკვეთილისათვის პირველი ნაწილი დაგეგმილი იყო-კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, რომელიც უშუალოდ ასახვდა ომის მსვლელობას, დაწყებასა და წინაპირობებს, ასევე საქართველოს როლს ამ ომში , მოსწავლეებმა შეზლეს აღედგინათ წინა წლებში ნასწავლი მასალა (წინარეცოდნა) , ამის შემდეგ უკვე დაიგეგმა ჯგუფური სამუშაო -ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია, გეოგრაფია , უცხო-ენა )
ვთხოვე მოსწავლეებს დაყოფილიყვნენ ჯგუფებად.ჯგუფური მუშაობა ზოგადად ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია სწავლების პროცესში, რადგან ჯგუფური მუშაობის დროსმოსწავლეები :
- ყალიბდება ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომის და საკუთარი მოსაზრების არგუმენტირების უნარი
- ვითარდება შემოქმედების უნარი
- უყალიბდებატ დადებითი დამოკიდებულება ისტორიის საგნისადმი
- ხორციელდება ტრანსფერი
- მუშაობის პროცესში მოსწავლეები არიან მოტივირებული კარგად შეასრულონ დავალება;
- სწავლობენ თანამშრომლობას, მოსწავლე გასცემს და იღებს ახალ ცოდნას;
- ასწავლიან ერთამნეთს დისკუსიის წარმართვას და საკუთარი პოზიციის დაცვას;
გაკვეთილის დაგეგმვა
გეგმა
გაკვეთილის თემა
|
პირველი მსოფლიო ომი და საქართველო
|
საფეხური კლასი
|
საბაზო. მე-11 კლასი
|
მასწავლებლები
|
ისტორია-ნინო აბულაძე
გეოგრაფია ნესტან მშვენიერაძე ინგლისური -ეკატერინე მარუშაშვილი |
ინტეგრირებული საგნები
|
ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური ენა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
წელს სრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან , მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალა წინა კლასებში გვაქვს ნასწავლი, გადავწყვიტეთ შევაჯეროთ წინარეცოდნა, შევავსოთ ახალი მასალებით, აქტივობებით და წარვადგინოთ იმსას კონფერენციაზე
|
მიზნები
|
|
ე.ს.გ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
|
ისტ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობაზე მსჯელობა. ისტ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია რესურსებისა და ეკონომიკის ურთიერთგავლენის ანალიზი.
ისტ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ. XI .4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში ცვალებადობის ანალიზი. ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
გეო.XI.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
გეო.XI.5. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მსჯელობა. გეო.XI.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა. |
წინასწარი ცოდნა
|
პირველი მსოფლიო ომის წინ მიმდინარე პროცესები;
პირველი მსოფლიო ომი , საომარი ოპერაციები პირველი მსოფლიო ომი და საქართველო; პოლიტიკური რუკების დამუშავება ინგლისურ ენაზე სტატიების შექმნა და პრეზენტირება |
გაკვეთილის აღწერა
|
მოსწავლეებს დაურიგდათ დავალება
კერძოდ, ორი კარიკატურა , ერთი კონტურული
რუკისა, მეორე ისტორიული მოვლენის აღწერისა. ყველა ჯგუფმა მიიღო განსხვავებული თვალსაჩინოება
დავალება 1. ვთხოვე
მოსწავლეებს , მიღებული თვალსაჩინოების-კარიკატურების მიხედვით შეედგინათ კითხვარი, რომელშიც იქნებოდა
5 კითხვა, კითხვა აუცილებლად უნდა დაესვათ იმ მოსმენილი თემების მიხედვით, რომელიც
მათ წარადგინე სკონფერენციაზე.: ( კითხვები-2 ისტორიიდან, 1 გეოგრაფიიდან, 1 ინგლისურად
უნდა დაესვათ შეკითხვა , 1, ნებისმიერი საგნიდან )
დავალების შესასრულებლად მათ მიეცათ 15 წუთი , მასწავლებლები მატი მუშაობის დროს ვიყავით ფასილიტატორები, ანუ
დამხმარეები, ჩვენ მხოლოდ ვადევნებით ტვალს რაოდენ საინტერესოდ მუშაობდნენ, გაუგებრობის
შემთხვევაში ვაძლევდით გეზს, მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეებმა ამ დავალებას შესანიშნავად
გაართვეს თავი .
დავალება 2 .
ვთხოვე მოსწავლეებს მათ მიერ შედგენილი კითხვარები გაეცვალათ ჯგუფებში და ახლა უკვე
ემუშავატ მიღებულ დავალებაზე , რომლის შესასრულებლად მათ მიეცათ
კვლავ 15 წუთი .
დავალება 3. მოსწავლეებს
ვთხოვე ჯგუფში აერჩიათ ლიდერი , რომელიც წარმოადგენდა უკვე შესრულებულ დავალება. პრეზენტირებისათვის
მიეცათ 2წთ. შემფასებლები იყვნენ თავად კითხვარის ჯგუფის წარმომადგენლები . დავალების
შესრულების შემდეგ მოხდა ჯგუფების შეფასება
აგებული სქემის მიხედვით
|
მასალები (სასწავლო რესურსები რომელიც გაკვეთილზე გამოიყენება.) |
თვალსაჩინოება- ლეპტოპი 5 ცალი, პროექტორი, ფერადი ქაღალდები, თეთრი ქაღალდები, ფერადი ფანქრები , მარკერები, რუკები, თვასაჩინოება (სურვილის ხე)
|
No comments:
Post a Comment