I მსოფლიო ომი და რევოლუციები

საერთაშორისო ურთიერთობები XIX საუკუნის მიწურულს და  XX ს-ის დასაწყისში  

 XIX-XX   საუკუნეების მიჯნაზე საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიოში საკმაოდ დაიძაბა.მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა 2 ახალი , უკვე გაერთიანებული და გაძლიერებული სახელმწიფო გერმანია და იტალია , რომელთა შეჯახებაც ინგლისთან, საფრანგეთთან , რუსეთთან, ავსტრია-უნგრეთთან გარდაუვალი იყო.
  აზიაში პირველობაზე პრეტენციას აცხადებდა იაპონია , რაც იწვევდა მისი ინტერესების დაჯახებას რუსეთთან, , ინგლისთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ა.შ. შ-თან.
  კონფლიქტების ცენტრში დაყოფის ობიექტად იქცა ოსმალეთის იმპერია , რომლის შემადგენლობაში შედიოდა უზარმაზარი ტერიტორიები  ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
  ამ პერიოდში ევროპის სახელმწიფოებსა და ა.შ შ-ს  შორის  ინტერესთა  კონფლიქტები დაკავშირებული იყო კოლონიების, გავლენის სფეროების, ასევე საზღვაო და სახმელეთო გზებზე უპირატესობის მოპოვებისათვის და გასაკვირი არც არის, რომ ზესახელმწიფოები ამისათვის არც საომარ მოქმედებებზე იტყოდნენ უარს, უბრალოდ ელოდებოდნენ საბაბს;
 როგორ უნდა გაემართლებინათ  ექსპანსია და სხვათა მიწების დაპყრიბა ამ პერიოდისათვის?! გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ დროს პოპულარული  ხდება ნაციონალისტური და გეოპოლიტიკური თეორიების გავრცელება , მაგალითად ”დიდი აზიის ” შექმნის იაპონური იდეა, დიდი ბრიტანეთის ”დიდება”, ”პანგერმანიზმი”, პანამერიკანიზმი ”, პანთურქიზმი და სხვა.
 
ინგლისი
XIX-XX ს.ს-ის მიჯნა 
მე-19 საუკუნის მიწურულს დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა წამყვანი როლი მრეწველობაში, მას ”წამოეწია”  გაერთიანებული გერმანია, ტუმცა პირველობას მსოფლიო ეკონომიკის სხვა დარგებსი მაინც ინარჩუნებდა.ეს პირველყოლისა ეხებოდა ვაჭრობას . უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ხელში იყო მსოფლიო სავაჭრო ფლოტის თითქმის ნახევარი, მას მოყვებოდა გერმანია და ა.შ. შ. ეს იმას ნიშნავდა , რომ ინგლისმა დაკარგა რა წამყვანი  სამრეწველო სახელმწიფოს როლი, იგი მაინც რჩებოდა ”მსოფლიოს მეეტლედ”და თამაშობდა წამყვან როლს მსოფლიოს ვაჭრობაში .
.
                           ბლოკების პოლიტიკა 



შექმნილმა სიტუაციამ მსოფლიო არენაზე ბლოკების შექმნის აუცილებლობა გამოიწვია.

ა.შ. შ -მე-20 საუკუნის დასაწყისამდე დაკავებული იყო საკუთარი ტერიტორიის
ბაზრის ათვისებით , ამიტომ დიდი დაჯგუფება მოხდა ინგლისსა და გერმანიის ირგვლივ;ორივე ქვეყანა ეძებდა მოკავშირეს
1.ინგლისი-რუსეთი-საფრანგეთი, ანუ ანტანტა , იტალია შეუერთდა 1915 წელს, 1917 წელს გავიდა რუსეთი, მაგრამ ამავე წელს ჩაერთო ა.შ.შ
2. გერმანია-ავსტრია-უნგრეთი-იტალია, ანუ სამთა კავშირი. მოგვიანებით სამთა კავშირს (1915)იტალია , სამაგიეროდ შეუერთდა თურქეთი

მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის, რუსეთის და საფრანგეთის ხელში კოლონიური სამფლობელოების 75% მოდიოდა, ეს მაშინ როცა სამთა კავშირშე მოდიოდა კოლონიების მხოლოდ 5%, ამიტომაც ფაქტობრივად ბრძოლა ამ ორ ბლოკს შორის , ნიშნავდა მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებას! მეტი კოლონია-გამარჯვებულს.
  მოახლოებული ომი არ იქნებოდა სხვა ომების მსგავსიც კი , ამ ომში ჩაბმული იქნებოდა ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანის რესურსი, დაწყებული 1793-1799 წლებიდან, როცა საფრანგეთში შემოღებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახური , იგივე მოხდა სხვა ევროპის სახელმწიფოებშიც - კერძოდ პრუსიაში (1814-1815წ), ავსტრია-უნგრეთმა (1868წ) , იაპონიამ (1872 წ)რუსეთმა (1874 წ), იტალიამ (1875 წ)- უკვე 1914 წლისათვის მარტო ანტატის და სამთა კავშირის სამხედრო ძალები ერთობლივად შეადგენდა 4,5 მლნ. ჯარისკაცს.ამასთან ერთად, უკვე გასაგები იყო, რომ პირველი მსოფლიო ომი იქნებოდა ყველაზე დამანგრეველი, მე-19 საუკუნის აღმოჩენებიდან აღსანიშნავია ალფრედ ნობელის მიერ 1867 წელს გამოგონება უკვამლო დენთისა , რომელმაც შესაძლებლობა მისცა ქვეყნებს შეექმნათ შორსმსროლელი არტილერია .

                                  ომის მსვლელობა 

     პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში შეიძლება გამოვყოთ ორი ეტაპი

1. 1914-1916  შეტევითი ინიციატივა ეკუთვნოდა სამთა კავშირს ;

2.1916-1918  ინიციატივა გადავიდა ანტანტას ხელში ;

  სამხედრო მოქმედება  დაიწყო ავსტრია-უნგრეთისა და სერბეთის შეტაკებით , რის შემდეგადაც გერმანიამ ტავისი ჯარები დასავლეთისაკენ დაძრა, თუმცა საფრანგეთს აგებული ქონდა თავდაცვითი ზრუდეები , რის გამოც გერმანია თავს დაესხა ნეიტრალურ ბელგიას და აქედან შეიჭრა საფრანგეთში, საფრანგეთმა დახმარება  სთხოვა რუსეთს, 1914 წლის აგვისტოში რუსები შეიჭრნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, გერმანია იძულებულია ჯარების ნაწილი გამოიყვანოს საფრანგეთიდან და გადაისროლოს აღმოსავლეთის ფრონტზე, მართალია მატ რუსეთი შეაჩერეს, მაგრამ პარიზის აღებაც ვეღარ მოახერხეს დასავლეთ ფრონტზე. ამის შემდეგ ავსტრია-უნგრეთთან ერთად გერმანია მაქსიმალურად ცდილობს რუსეთი გამოთიშოს საომარი მოქმედებებიდან, მათ
1916წ
ვერდენის ბრძოლა 
ეს ვერ შეძლეს, ამ დროს ხდება (1916 წ) ვერდენში ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა ”ხორცსაკეპი” , დახმარებას საფრანგეთი კვლავ რუსეთს სთხოვს , რომელმაც აღმოსავლეთის ფრონტზე განახორციელა ბრუსილოვის გარღვევა , საფრანგეთი კვლავ გადარჩა.
  საომარი მოქმედბების პარალელურად იწყება ე.წ ეკონომიკური კრიზისი, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ანტანტას წევრებიც, ამიტომ ორივე მხარემ  დაიწყომ გამოსავალი ძიება; გერმანია დაადგა ეკონომიკის რეგულირების გზას და სახელმწიფო ფართოდ ჩაერია ქვეყნის ეკონომიკაში, ანტანტამ კი მიმართა ამ დროს ნეიტრალურ ამერიკას, რის შემდეგაც ევროპის ქვეყნები ამერიკული ბანკის მოვალეები გახდებიან.
უფრო მძიმე მდგომარეობაში არმოჩნდა რუსეთი, 1917 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 70% მიაღწია ,  ქვეყანა დადგა ფინანსური ბანკროტის წინაშე, ამას მოყვა შინაგანი ბაზრის რღვევა .1917 წლიდან რუსეთსი ძირითად საკვებ პროდუქტებზე (პური, ხორცი)შემოღებული იქნა სასურსათე ბარათები , მეფის რუსეთის დასაყრდენი ძალა არმია მოიშალა- დაიღუპა 2 მლნ. დაიჭრა და დასახიჩრდა 4მლნ., ხოლო უგზო -უკვლოდ დაიკარგა 5მლნ
                            რევოლუცია რუსეთში 

1917 წლის თებერვალში  რუსეთში მეტად  მეტად დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, არსებობს რამოდენიმე ვერსია იმისა, თუ როგორ ”გაჩაღდა” რევოლუცია... ერთნი რევოლუციის დაწყებას უკავშირებენ გერმანიის აგენტურას, მეორენი ინგლისის საელჩოს, არსებობს მოსაზრებამასონურ შეთქმულებაზეც, იმასაც ამბობენ ეს რევოლუცია ინსპირერბული იყო, რადგან მსოფლიო ომიდან რუსეთს თავი დაეღწიაო.ასე იყო, თუ ისე ფაქტია , რომ 1917 წლის 27 თებერვალს პეტროგრადის რევოლუციამ იფეთქა, 2 მარტს ტახტიდან გადადგა ნიკოლოზ მეორე. პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომს და დროებითი მთავრობის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო, არმიაში მკვეთრად დაეცა დისციპლინა. უკვე სახეზე იყო პოლიტიკური კრიზისი, ამით ისარგებლა პოლიტიკურმა პარტიამ , 25-26 ოქტომბერს , ღამ დაამხო დროებითი მთავრობა და ხელში აიღო ძალაუფლება. ახალმა მთავრობამ ლენინის მეთაურობით მიმართა მეომარ ქვეყნებს მოწოდებით, დემოკრატიული, უანექესიო, უკონტრიბუციო ზავი გაეფორმებინათ რუსეთთან , მაგრამ გასაგებია, რომ ამაზე არ დათანხმდებოდა ევროპა , მაშინ რუსეთმა საკუთარი არმიის
1918წ
ბრესტ-ლიტოვსკის ზავი 
დემორალიზაციისა და ფრონტის მოშლის პირობებში , 15 დეკემბერს მოხერხდა დროებითი დაზავება ავსტრია-უნგრეთის და გერმანიის მთავარსარდლებთან , ხოლო 1918 წლის 3 მარტს საბჭოთა მთავრობამ ხელი მოაწერა ბრესტის ზავს, რომლის მიხედვითაც რუსეთი კარგავდა დიდ ტერიტორიას, რომელიც გადადიოდა გერმანიის ხელში, ასევე გერმანელებსვე გაადეცათ უზარმაზარი კონტრიბუცია, გერმანიის მოკავშირე თურქეთის ხელში გადავიდა არდაგანის, ყარსის და ბათუმის ოლქები.

მარიამ გოგნაძე
მე-11 კლასი

 გამოყენებული ლიტერატურა
გივი ბოლოთაშვილი ”მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია” თბილისი .2003 წ.
უახლესი ისტორია . 1998წ. გამომცემლობა ”ინტელექტი”
ასევე ვებ-გვერდები :
   http://www.socialistparty.org.uk/html_article/2007-478-index?id=mp49.htm
   http://historiamundialenet2012.blogspot.com/2012/05/caricaturas-de-la-primera-guerra.html  
   http://geoghistoria.blogspot.com/2013/02/la-primera-guerra-mundial.html
  https://detectingblackpool.wordpress.com/tag/battle-of-verdun/                                                             

No comments:

Post a Comment