ქართული ლეგიონი |
1914 წელს გიორგი მაჩაბელი ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკს ჰპირდება, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანელები დაინტერესდებიან საქრთველოთი, ქართველები 50 000 კაცს გამოვიყვანთ, რომლის შეიარაღება გერმანელებმა უნდა შეძლონ, ასეთი დახმარების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდებოდა აჯანყებების მოწყობა, რომელიც რუსეთის ჯარების დასავლეთის ფრონტს გაანადგურებდა. 1915 წელს მაჩაბელი ამტკიცებდა, რომ კავკასიელებს (სომხების გარეშე) შეეძლოთ 500 000 მებრძოლი გამოეყვანათ, ბუნებრივია ასეთი გადაჭარბებული, გამოთვლები თავიდანვე საეჭვოდ ხდიდა წარმატებას. 1914 წლის 24 ნოემბერს გერმანელი ვანგეჰამი ამტკიცებს, რომ ქართველთა გეგმა არარეალურია და მას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. მიუხედავად ასეთი შეფასებისა გერმანული დაზვერვა აგრძელებდა აქტიურ მუშაობას, კავკასიაში. 1915 წლის დასაწყისისთვის გერმანელებმა გააცნობიერეს, რომ მხოლოდ თურქები კავკასიურ ფრონტზე რუსეთის არმიას ვერ გამუკლავდებოდნენ, და გადაწყვიტეს, ყურადღება მიექციათ ქართულ კომიტეტზე, რომელიც უკვე ტრაპიზონში იყო გადასული, აქვე გვხვდება, რამოდენიმე წინააღმდეგობა რასაც გერმანელები თავადაც აცნობიერებენ, რომ თურქები კავკასიურ ხალხთან ურთიერთობაში მხოლოდ ხელის შემშლელები იყვნენ რადგან მათი ინტერესები, ერთმანეთს უპირისპირდებოდა, თუმდაც ბათუმის საკითხი, ლუიზ მოზელი ამბობდა, რომ გერმანელებმა ქართველებთან ურთიერთობა თურქების გვერდით ავლის გზით უნდა მოახერხოს და რეალურად ასეც მოხდა, თუმცა მთლიანი სამხედრო კამპანიის დროს შემდგომში თურქები ქართველებს არასოდეს ენდობოდნენ. ტრაპიზონში კერესელიძეს ქუთაისიდან ატყობინებენ მთელი კავკასია, მხოლოდ იარაღს ელოდება და ბრძოლისთვის მზად არისო, მიუხედავად ამხელა ენთუზიაზმისა, აჯანყებები საქართველოს ტეროტორიაზე ვერ ხერხდება, მხოლოდ ლაზი მოსახლეობა და მაჰმადიან აჭარელთა ნაწილი შეძლებს ქართულ ლეგიონში გაწევრიანებას, რომლის რიცხვი 3000კაცს არ გადააჭარბებს, რაც დიდი იმედგაცრუება იქნება გერმანელთათვის. ფორმალურად ქართული ლეგიონი ენვერ ფაშას დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა , ხოლო პირდაპირი მართველის გრაფი ფონ შულენბურგის კანდიდატურა, შეთანხმებით შეირჩა, განსაცვიფრებელია ქართული კომიტეტის შეიარაღებისთვის და აჯანყებების მოსაწყობად მოთხოვნილი თანხა, რაც 6 000 000 მარკას შეადგენს, ეს ფაქტი გერმანელების საკმაოდ დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს ქართველების მიმართ. 1916 წლის თებერვლამდე კომიტეტმა 1 158 000 მარკა მიიღო. მაჩაბელს უწევდა ხშირი ვიზიტები სტამბოლში, თურქებთან შეთანხმებების მისაღწევად, რაც საკმაოდ რთულ სახეს იღებდა, თურქებს კვლავ არ სჯეროდათ ქართველების და ხშირად ჯაშუშობაშიც გვადანაშაულებდნენ. 1915 წლის 15 ივნისს თურქებმა საბოლოოდ აღიარეს ქართული ტერიტორიების მთლიანობა და პირობა დადეს ეცნოთ ქართული მთავრობა. ეს ფაქტი ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანია, პირველად თურქებმა დადეს ქართველებთან შეთანხმება, როცა მოგებული არაფერში რჩებოდნენ, მაჩაბელი და კერესელიძე წყალქვეშა გემით რამდენჯერმე გადავიდნენ საქართველოში, სადაც შეხვდნენ სხვადასხვა პარტიებს, მათ შორის ნოე ჟორდანიას და სხვებს, რომლებიც ერთხმად უჭერდნენ მხარს ქართული კომიტეტის საქმიანობას. ლეგიონის რიცხოვნობის გასაზრდელად გერმანელებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა ფონ შულენბურგის მიხედვით, თურქეთში გაქცეული ქართველების მობილიზაცია დაიწყო, ამასთანავე გერმანულ ტყვეთა ბანაკებში მიმდინარეობდა აქტიური პროპაგანდა და მოწოდება ეროვნული იდეებისა ტყვეებზე. ბანაკებიდან გამოსული კავკასიელები ქართულ კომიტეტს უერთდებოდნენ. ლეგიონერების დიდი მცდელობის მიუხედევად თურქული არმია ვერ ახერხებდა მტრის დამარცხებას, ამასთანავე ჭიანურდებოდა ქართველების იარაღითა და სურსათით მომარაგება, რაც ანელებდა საომარ სულისკვეთებას. 1916 წელს მეომართა გასამხნევებლად კომიტეტმა შეიმოიღო თამარ მეფის ორდენი, რომელიც საპატიო, პატრიოტულ ჯილდოდ ითვლებოდა (ლეგიონის დაშლის შემდეგ ორდენი ყველა მონაწილეს გადაეცა) ლეგიონის საბოლოო პლაცდარმად თურქული ქალაქი სამსუნი იქცა, სადაც გერმანულმა და თურქულმა ხელმძღვანელობამ ერთხმად მოითხოვეს ლეგიონოს დაშლა, რომლის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, ხოლო მათი იმედები არ გამართლდა აჯანყების შესახებ და ვერც შენაპირები 50 000 კაცი გამოჩნდა. 1917 წელს ლეგიონი დელიკვიდირებული იყო, თუმცა ქართული კომიტეტი აგრძელებდა მოღვაწეობას, დაშლილი ლეგიონის მეომრების ნაწილი, ოსმალურ ხოლო ნაწილი გერმანულ შენაერთებში გადანაწილდა.
ქართული ლეგიონი ტრაპიზონში |
1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ, როგორც კავკასიელთა ასევე თურქების ბედზე კარგად იმოქმედა. ბრეტ-ლიტოვსკის ზავით, რუსეთმა დათმო სამხრეთ ტერიტორიები. კავკასია მაინც მოუმზადებელი შეხვდა დამოუკიდებლობას, მიუხედავად შინაგანი პატრიოტული განწყობისა, არ არსებობდა სახელმწიფო მოწყობის იდეა, არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ თავის თავზე აეღოთ ქვეყნის მართვა, სწორედ ამას უკავშირდება 1 თვიანი სეიმის კავშირი, რომელიც ოსმალებმა და გერმანელებმა მოლაპარაკებების შემდეგ შექმნეს ისე, რომ კავკასიელთა აზრით დიდად არ დაინტერესებულან. ქართულ კომიტეტში ვითარება დაიძაბა, რის შემდეგ ლეო კერესელიძემ საერთოდ დატოვა იგი. მე პირადად იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ლეგიონში თუ კომიტეტში იბრძოდა, გმირებად მივიჩნევ, ახლა XXI საუკუნეში, იოლი გვეჩვენება თავისუფლების დიადი იდეა, თუმცა მეფის რუსეთში არა თუ იდეა, არამედ დამოუკიდებლობაზე ოცნებაც იკრძალებოდა, ქართველებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ საქართველო კავკასიის ცენტრია და სწორედ მათი წყალობით, პატრიოტების აქტიურობით მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვება, აღსანიშნავია გერმანელთა ამხელა ინტერესი, საქართველოს მიმართ, არავინ უარყოფს იმას, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს ატარებდნენ საქართველოს დახმარებით, მაგრამ ის ამაგი რაც გერმანელთა მოკავშირეობამ მოგვიტანა შეუფასებელია და მისი სახელი თავისუფლებაა.
მე-11 კლასის მოსწავლე :ირაკლი თხილაიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა : ”გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს ”-ლაშა ბაქრაძე
ძალიან კარგი და პატრიოტული ტექსტის,თავის სათქმელს ბოლომდე ამბობს
ReplyDeleteძალიან კარგი და პატრიოტული ტექსტის,თავის სათქმელს ბოლომდე ამბობს
ReplyDelete